სეზონის გახსნა! სამდღიანი ჯიპ-ტური თუშეთში
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0; Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,,'' გთავაზობთ 3-დღიან ტურს ს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში თუშეთში.
შეიგრძენით ქართული ტრადიციული გარემო და გაატარეთ დაუვიწყარი დრო ჩვენთან ერთად.
• ტური გაიმართება ყოველ პარასკევს (ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ)
• სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი ტურის დაჯავშნა კვირის ნებისმიერ დღეს
• ტურისტების რაოდენობა: 7-14-21... პერსონა
• ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე.
შეკრების ადგილი:
• თბილისი: რუსთაველის მოედანი ( ველოსიპედის წინ ) 6:00 საათი
მარშრუტი:
1)დღე
• ალავერდის ტაძრი
• აბანოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ.)
• ომალო (საოჯახო სასტუმროში დასვენება)
• დიკლო
• ომალო (დაბრუნება სასტუმროში)
2)დღე
• ძველი ომალო (კესელოს კოშკები)
• დართლო (თუშური ტრადიციული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში)
• კვავლო
• ფარსმა
• გირევი
• ომალო (დაბრუნება სასტუმროში)
3)დღე
• დოჭუ (გადმოცემის თანახმად,სწორედ ამ სოფელში ამბავდნენ ბავშვებს ჯაჭვით, რათა კლდიდან არ გადაჩეხილიყვნენ)
• ჯვარბოსელი
• ბოჭორნა (ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი. 2345 მ. )
• გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
• 1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროში 2 -ჯერადი კვებით. ინდივიდუალური სველი წერტილით
• 1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროში 2-ჯერადი კვებით. საერთო სველი წერტილით
• 1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროში კვების გარეშე. ინდივიდუალური სველი წერტილით
• 1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროში კვების გარეშე. საერთო სველი წერტილით
• 1 პერსონა 140 ლარი. ღამისთევა კარავში
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი კომფორტული მინივენით ( MITSUBISHI DELICA 4x4 )
• ღამისთევა საოჯახო სასტუმროში 2 ჯერადი კვებით
• გამოცდილი მძღოლი - გამყოლი
გასათვალისწინებელი ფაქტორი:
• ვისაც გააჩნია ხალხურ საკრავებზე დაკვრის ნიჭი (მაგ.ფანდური და გიტარა) აუცილებლად წამოიღეთ :))
• თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა აკრძალულია!
საჭირო ეკიპირება:
• მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
აკრძალულია:
• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
• არ ვაბინძურებთ გარემოს
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქ. ბანკის მეშვეობით:
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.