ბათუმი,მთიანი აჭარის ტური'',თუ გსურს კომფორტული ტური''

ფოტო: კოლხი · CC BY-SA 4.0; Philipp Weigell · CC BY 3.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებააჭარა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID31638

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

• ტურის დროს მოვინახულეთ

**ქობულეთი
**პეტრას ციხე
**მტირალას ეროვნული პარკი
**მახუნცეთის ჩანჩქერი
**თამარის ხიდი
**ხულო (გავისეირნებთ საბაგიროთი)
**ბეშუმი
**მწვანე ტბა
**გოდერძის უღელტეხილი
**ზარზმის მონასტერი(თუ ღია დაგვხვდა)
**ღამით განათებული რაბათის ციხე

ტურის განრიგი:
დღე 1:
გავემგზავრებით თბილისიდან ქობულეთის მიმართულებით დავბინავდებით ქობულეთში ან ბათუმში მდებარე სასტუმროში, მოვინახულებთ მტირალას ეროვნულ პარკს, გავისეირნებთ, ვიბანავებთ ზღვაში, გავირუჯებით........... განვიტვირთებით და დავისვენებთ.
დღე 2:
09:00 - მოვინახულებთ თამარის ციხეს და პეტრას ციხეს, შემდგომ გავემგზავრებით ხულოს მიმართულებით, გზაში მოვინახულებთ თამარის ხიდს და მახუნცეთის ჩანჩქერს, 18:00 დავბინავდებით ხულოში მდებარე სასტუმროში, გავისეირნებთ საბაგიროთი და დავათვალიერებთ ხულოს პარკს.
დღე 3:
09:00 მოვინახულებთ გოდერძის უღელტეხილს (გავისეირნებთ საბაგიროთი), ბეშუმს, მწვანე ტბას რის შემდგომაც გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით, გზაში მოვინახულებთ ზარზმის მონასტერს და ღამის რაბათს, 23:30 დაბრუნება თბილისში.

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან).

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.

-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. რუსთავი (სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორია)

- გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!

MEIL: georgia.express.

TEL: () ( VIBER.--Whatsapp), ()

აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ

ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.

რა ვნახოთ

  • ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
  • ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
  • გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
  • მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
  • მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
  • პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.

აჭარა: გზამკვლევი
აჭარა

ხშირი კითხვები

რომელი ავირჩიოთ — ბათუმი, ქობულეთი თუ გონიო?
ბათუმი ქალაქის ცხოვრებისა და გართობისთვისაა, ქობულეთი — უფრო მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის გრძელი პლაჟით. გონიოსა და კვარიათში წყალი სუფთაა, სასტუმროები კი პატარა.
როდის არის ზღვა ყველაზე თბილი?
აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 25–26°. ივნისში წყალი ჯერ 20–22°-ია.
როგორ ჯობს წასვლა — მატარებლით თუ მანქანით?
მატარებელი კომფორტულია და ბათუმის ცენტრთან ჩერდება, მაგრამ ზაფხულში ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე იყიდება. მანქანით უფრო მოქნილი ხართ მთიან აჭარასა და გონიოში გასასვლელად.
რა ვნახოთ ზღვის გარდა?
ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი და მტირალას პარკი — ყველა ბათუმიდან ერთ საათამდე სავალზეა. სრული დღე თუ გაქვთ, აუყევით ხულოსა და გოდერძის გზას.
სად ვისრიალოთ აჭარაში?
გოდერძზე — ბათუმიდან დაახლოებით 2,5 საათში. კურორტი პატარაა, მაგრამ თოვლი ბევრი იცის და ხალხი გუდაურზე ნაკლებია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.