მარტვილის კანიონი და ოკაცეს კანიონი
ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Natia an · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,,დაათვალიერე '' გთავაზობთ 1 დღიან ლაქრობას ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე
თბილისი 06:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპარის წინ
ღირსშესანიშნაობები მარშუტზე:
ოკაცეს კანიონი
მარტვილის კანიონი
ტრანსპორტირება
გამყოლი
უამრავი პოზიტივი
კვება,რომელსაც ინდივიდუალურად ვაგვარებთ!ან როგორც ყოველთვის ვკრიფავთ ფულს და ვსხდებით რესტორანში
ბილეთების საფასური: ოკაცეზე ,მარტვილის კანიონი უფროსები ,პატარები . ნავები მიუხედავად ასაკისა
საკონტაქტო ნომრები:
მიშო
რეზი
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
თხოვნა იქნება არავინ არ დააგვიანოს შეკრების ადგილზე!
გელოდებით ყველას ლამაზი დღის გასატარებლად
გადახდილი თანხა, ტურის ჩატარებიდან 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება!
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.