მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან, სათავგადასავლო-ექსტრემალურ ტურს დასავლეთის მიმართულებით. ხონი
●შეხვედრის დრო და ადგილი: 28 მაისი, კვირა, მეტრო რუსთაველის წინ. დილის 06:30 საათი.
●ფასი: ( ჩვენი ფონდის"+ 1 მინიმუმი" ს ჩათვლით)
ფასი კლუბის ოფიციალური წევრებისთვის:
●ფასში შედის : ტრანსპორტირება და გამყოლის მომსახურება.
ფასში არ შედის ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთის საფასური . იქონიეთ თან.
●სირთულე:
მარტივი , ვისაც სიმაღლის შიში აქვს შესაძლოა დაკიდულ მოაჯირზე ვერ გაიაროს და გაითვალისწინეთ.
●ფეხით გასავლელი მანძილი
10 კმ მთლიანობაში
●სანახავი ადგილები:
ოკაცეს კანიონი
კინჩხას ჩანჩქერები
გორდის დაკიდული მოაჯირი
და თუ დრო გვექნება:
სოფელ მათხოჯის დედათა მონასტერი და ადრე ფეოდალური ციხის ნანგრევები.
ღირს შესვლა გორდაზე და იქონიეთ თან. სტუდენტებზე, ბავშვებზე და სხვა სოციალურ ბარათებზე მოქმედებს ფასდაკლება და წამოიღეთ !
●რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი.
●რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი , ქუდი, სათვალე. თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)
●☼ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა
თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე 25 მაისი, ხუთშაბათი
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ოკაცე
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
5. ვირტუალური დაგროვებითი ბარათი (ამაზე ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ დეტალურად)
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...


