მარტვილი - ოკაცე - კინჩხა

ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; David1010 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამეგრელო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID31245

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

რადგან მოდის ცხელი ზაფხული საჭიროა გრილი გასვლები
ამიტომაც

• შეხვედრის ადგილი Radisson Blu Iveria
(ველოსიპედთან)

• შეხვედრის დრო 06:30
უკან ვბრუნდებით 23:30
დაგვიანებებს არ ვართ!

ღირსშესანიშნაობები მარშუტზე

• მარტვილის კანიონი
ტურისტებისთვის - მხოლოდ აგვისტოს თვეში 26 000 ათასი ვვიზიტორი ეწვია მარტვილის კანიონს

• ოკაცეს კანიონი

ულამაზესი დაკიდული საფეხმავლო ბილიკები, დაუვიწყარ სანახაობას ქმნის და არცერთ ვიზიტორს არ ტოვებს შთაბეჭდილებების გარეშე

• კინჩხას ჩანჩქერი

რომელიც მდებარეობს 843 მეტრი ზღვის დონიდან.
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში,
სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს.
პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს

• თუ დრო დაგვრჩა მოვინახულებთ სალხინოსაც და მარტვილის მონასტერსაც

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
ისტორიულ/კულტურული ძეგლების გაცნობა

• კვება ინდივიდუალურია
• ადგილობრივი მოსაკრებლები

• ხაბგრძლივობა 1 დღე
• სირთულე მარტივი

ღირსშესანიშნაობები მარშუტზე

• გასათვალისწინებელი პირობა! ტურამდე ორი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება

იმისათვის რომ ჩვენი ტური იყოს ორგანიზებული გაეცანით წესებს
რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ყველა მონაწილისთვის !

• ყველა ითვალისწინებს ორგანიზატორის მითითებებს
• არავინ არ სვავს და არ ეწევა მიკროავტობუსში! არც მარშირებისას
• არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში! (არც კაი ნაბახუსევი)
• არ ვყრით ნაგავს '' არსად '' (გარდა ურნისა)
• არანაირი დაყოფა ცალკე ჯგუფებად (კუტოკებად)
• ვმოქმედებთ გუნდურად
• არანაირი საუბარი პოლიტიკაზე (კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის)
• საკვებს შევექცევით ყველა ერთად (იქით უფრო ჩრდილია არ მოსულა)

• მეექვსე ტური - მაისური საჩუქრად

ბედნიერ მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ!

სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
  • მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
  • ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
  • ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
  • ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.

სამეგრელო: გზამკვლევი
სამეგრელო

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სამეგრელოს?
მარტვილის კანიონი, მონასტერი და ბალდა ერთ დღეში ჯდება. ზუგდიდის, ნოქალაქევისა და ანაკლიის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს.
როდის შეიძლება მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება?
ძირითადად გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე; ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს ნავები შეიძლება არ გავიდეს. ზაფხულში დილით მისვლა სჯობს — შუადღისას რიგია.
რა უნდა გავსინჯოთ?
ელარჯი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური, ღომი სულგუნით და ცხარე აჯიკა. სამეგრელოს სამზარეულო საქართველოში ყველაზე ცხარეა — თუ ცხარე არ გიყვართ, წინასწარ თქვით.
შეიძლება თუ არა სამეგრელოსა და სვანეთის გაერთიანება?
კი, ზუგდიდიდან მესტიამდე დაახლოებით 130 კმ-ია, 3 საათამდე მთის გზით. ბევრი ჯერ ზუგდიდში ათევს ღამეს, მეორე დღეს კი სვანეთში აგრძელებს გზას.
როგორია ანაკლიის სანაპირო?
ქვიშიანი პლაჟია, წყალი თანდათან ღრმავდება, ამიტომ ბავშვებთან მოსახერხებელია. ურეკთან და ბათუმთან შედარებით წყნარია, სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.