ხადას კოშკოვანი ხეობა

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID31143

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მოგესალმებით:

გთავაზობთ ერთდღიან ულამაზეს და დაუვიწყარ ტურს ხადას 60 კოშკოვან ხეობაში ♥

მოვინახულებთ:

� ანანურის კომპლექს.

� შავი და თეთრი არაგვის შესართავს.

� ხადის 2-3 ჩანჩქერს.

� ლომისის ნიში და მჟავე წყლებს

� სოფლები-წკერე , ზაქათკარი, ციხიანი, გომურნი.

� ხადის მთავარმოწამე ( სოფ. ბეგოთკარი - სტატუსი უმოქმედო.)

� ხადას ხეობის ციხე კოშკებს.

ტურის დეტალები:

� შეხვედრის დრო: 07:00 სთ �გასვლის დრო: 07:30 სთ:
� შეხვედრის ადგილი მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია:
� მგზავრობა: კომფორტული მიკრო ავტობუსით.
�ტურის სირთულე: საშუალო: �ფეხით სავალი საერთო ჯამში 7 კმ

� ტრანსპორტირება
�გამყოლი (გიდი)
�� ფოტო გადაღება
� პირველადი დახმარება (საჭიროების შემთხვევაში).
�ჩაი, ყავა და ცხელი წყალი.
� საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.)
� პიკნიკს ვაწყობთ ყველა ერთად ♥

გასათვალისწინებელი პირობები :
�შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ
�არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
�არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
��� არ ვეწევით ტრანსპორტში
� საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა).
� არ ვყრით ნაგავს �
� არ ვბილწსიტყავობთ�
� არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით�
��ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ და თბილ გარემოს ♥
�ვემორჩილებით ორგანიზატორს! რადგან ისარის უზენაესი პირი :
���ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად . -20*/* ის გარდა.
�ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

�დავითი:
�ვანო:

რეკვიზიტები:
ს ბანკი:
ანგარიშის ნომერი:GEL
აპარატიდან გადახდის შემთცვევაში:
პირადი ნომერი:40
დანიშნულება:ხადა
მიმღები:დავით კვიციანი

ბედნიერ დღეს გისურვებთ ♥

თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.

რა ვნახოთ

  • სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
  • ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
  • ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
  • საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
  • ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
  • თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.

თიანეთი: გზამკვლევი
თიანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თიანეთს?
სიონი და თიანეთი ერთ დღეში ჯდება. ბოჭორმისა და ერწოს დასამატებლად ერთი ღამე სჯობს.
როგორ მივიდე ბოჭორმის ციხემდე?
ბოლო მონაკვეთი გრუნტის, ადგილ-ადგილ რთული გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში თიანეთი გრილი და მშვიდია: ტყეში სეირნობა, სიონის ტბა და მდინარე ბავშვებს მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.