უზუნგოლის ტბა
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
გაატარეთ გაზაფხულის ორი დღე ფანტასტიკურ ადგილას,ფანტასტიკურ ფასად !!! ♥
☼ ტურის ნამდვილი დასვენებისთვის♥
უზუნგოლის ტბა მდებარეობს თურქეთის ქალაქ ტრაპიზონთან,პონტოს ულამაზეს მთებში.ტბის გარშემო მოწყობილია საკურორტო ზონა,სადაც განლაგებულია სასტუმროები,კაფეები,მაღაზიები და უამრავი გასართობი ცენტრი ♥
უზუნგოლის ტბა და გარემო დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მნახველზე ♥
√ ტურის გეგმა:
10:00 საათისთვის გავივლით სარფის გამშვებ-სასაზღვრო პუნქტზე საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს.
12:00 საათზე მოვინახულებთ მენჩუნას ულამაზესს ჩანჩქერს
15:00 საათისთვის ვიქნებით უზუნგოლის ტბაზე,სადაც დავბინავდებით ტბის პირას მდებარე კომფორტულ სასტუმროში ♥
დაბინავების შემდეგ დავისვენებთ,რის შემდეგაც გავისეირნებთ უზუნგოლის ტბის სანაპიროებზე და დავათვალიერებთ უზუნგოლს.♥
11:00 საათზე უზუნგოლის ტბიდან გავემართებით ქალაქ ტრაპიზონისკენ,სადაც გავჩერდბით შოპინგისთვის,ტრაპიზონის უდიდეს სავაჭრო ცენტრ "ტრაპიზონის ფორუმში".სადაც გექნებთ საათნახევარი შოპინგისთვის.ტრაპიზონის ფორუმიდან გავემართებით ტრაპიზონის ულამაზეს ტაძრისკენ და ვნახავთ ტრაპიზონის აია - სოფიას.შემდგომ დავათვალიერებთ ქალაქს ♥
15:00 საათზე ტრაპიზონიდან გამოვემგზავრებით თბილისისკენ
24:00-01:00 საათზე ვიქნებით ჩვენს დედაქალაქში ♥
√ თურქეთ-ს საზღვრის გდაკვეთისთვის საჭიროა ID ბარათი ან ბიომეტრიული პასპორტი
ან მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე:
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.