თბილისი - ქუთაისი - ბაგრატი - გელათი - მოწამეთა - სათაფლია- თბილისი

ფასიფასი — მოთხოვნით
ID31113

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

1 დღიანი ტური იმერეთში!

კომპანია “go 365” გთავაზობთ დაუვიწყარ weekend-ს ს ულამაზეს კუთხეში.

მარშუტი: თბილისი - ქუთაისი - ბაგრატი - გელათი - მოწამეთა - სათაფლია- თბილისი

#წამო ქუთაისში ჩვენთან ერთად და ნახე ერთი ტურის ფარგლებში მსოფლიო მემკვიდრეობის ორი კულტურული ძეგლი

გასვლა თბილიდან - 7:30 საათზე. თბილისიდან გავემგზავრებით იმერეთის მიმართულებით. ჩვენი პირველი გაჩერების ადგილი იქნება ს მეორე დედაქალაქი - ულამაზესი ქუთაისი (ჩასვლა - 11:00 სთ-ზე). შემდეგ ვეწვევით ბაგრატის ტაძარს. ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირევს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ისტორიულად იგი გაერთიანებული ს სიმბოლოა. ტურის ფარგლებში ასევე მოვინახულებთ გელათის სამონასტრო კომპლექსს. იგი 1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა. გელათის სამოასტრო კომპლექსი, ისევე როგორც ბაგრატის ტაძარი, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ჩვენი შემდეგი გაჩერების ადგილი იქნება მოწამეთა. იგი აგებულია წმინდა ძმების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელის უკვდავსაყოფად. წმინდა ძმები VIII ს-ში მურვან ყრუმ სასტიკად აწამა, თუმცა მათ მაინც არ უარყვეს თავიანთი სარწმუნოება. ტურის ფარგლებში აგრეთვე მოვინახულებთ სათაფლიას. სათაფლიის ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კასტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგილოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. თბილისში დავბრუნდებით 22:30 საათზე.

თითოეულ ღირსშესანიშნაობასთან გაჩერებისთვის განკუთვნილია დაახლოებით 40-45 წთ.

ტურის ხანგრძლიბობა: 15 საათი

მგზავრობა: 8 საათი

ღირსშესანიშნაობები: 5 საათი

კვება: 3 საათი

გაითვალისწინეთ! - კვება ინდივიდუალურია და გთხოვთ ზურგჩანთით იქონიოთ თქვენთვის ერთი დღის სამყოფი საკვები.

აუცილებელი ინვენტარი: მოსახერხებელი ფეხსაცმელი; მზისგან დამცავი საშუალებები (მზის სათვალე, კეპი); წყალგაუმტარი ქურთუკი (საწვიმარი); წყლის ჭურჭელი, უმჯობესია ნახევარ ლიტრიანი (აუცილებლად პლასმასის)

• მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით,

• სრული გზის ხარჯი,

• გამყოლი ტურის განმავლოობაში,

• სათაფლიის ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის საფასური,

• სათაფლიის ნაკრძალში გიდის მომსახურება.

• გიდის მომსახურება,

• პიკნიკის ხარჯი,

• დამატებითი მომსახურება

იმისთვის რომ ტური შედგეს აუცილებელია მინიმუმ 15 მსურველი.

გასვალა ვარდების მოედნიდან(ველოსიპედის ძეგლიდან). დაგვიანებულებს ველოდებით მაქსიმუმ 15 წუთი.

თანხა აუცილებლად წინასწარ უნდა ჩარიცხოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, სასურველია ჩარიცხვამდე დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე.

ან გვესტუმრეთ ჩვენს ოფისში:

ალ.ყაზბეგის 29ა.

#წამო

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.