სამდღიანი ტური თუშეთში- ივნისს!!!
ფოტო: Alsandro · CC BY-SA 3.0; Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
სამდღიანი ტური თუშეთში
იმოგზაურეთ ჩვენს მოძრავ ბანაკთან ერთად, ბანაკი აღჭურვილია:
· უფასო ინტერნეტით
· ელექტროენერგიით
· ორტენტიანი კარვებით
· თბილი საძილეებით
· პარალონებით
მათ ვისაც კარავში ღამისთევა არ სურთ შეუძლიათ სასტუმროში ღამისთევა
შეკრების ადგილი: ველოსიპედების ძეგლი 07:00 საათზე;
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე/2 ღამე;
· გორიდან: 05:00 საათზ
· რუსთავიდან: 05:00 საათზე
· თბილისიდან: 06:00 საათზე
· თელავიდან: 08:00 საათზე
· კარვის შემთხვევაში: .
· სასტუმროს შემთხვევაში: .
პირველი დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - აბანოს უღელტეხილი(ზ.დ 2970 მ) - ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო 212კმ.
პირველ დღეს სანახავი ობიექტები: თორღვას აბანოები, აბანოს უღელტეხილი(ზ.დ 2970მ), ომალო, შენაქო, დიკლო, ძველი დიკლოს ციხეები.
06:00 გასვლა თბილისიდან ომალოს(ზ.დ 1880 მ) მიმართულებით
12:00 ომალოში სურვილის მიხედვით სადილი სასტუმროში
14:30 შენაქო - დიკლო
16:00 მსურველთათვის საფეხავლო ტური დიკლოს ციხეზე 1.5 კმ.
18:00 დაბრუნება ომალოში სურვილის მიხედვით განთავსება კარავში ან სასტუმროში. სურვილის მიხედვით ვახშამი ტრადიციული თუშური ხინკლის, ხავიწის და კოტორის თანხლებით.
მეორე დღე: ომალო - დართლო - კვავლო - ფარსმა - გირევი - ჰეღო - ჭონთიო - ომალო 45კმ.
მეორე დღეს სანახავი ობიექტები: ძველი ომალო(კესელოს ციხე კოშკები), თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქუეს გადასახედი, დართლო, კვავლო, დანო, ჭეშო,ფარსმა, გირევი, ნაქუდურთა, ჰეღო, ჭონთიო.
09:00 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
09:30 ძველი ომალო (კესელოს ციხე კოშკები), თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქუეს გადასახედი
12:30 დართლო - კვავლო (საფეხმავლო ტური მსურველთათვის 800 მ)
14:30 დანო - ჭეშო
15:30 ჭეშო - ფარსმა
16:30 ფარსმა - გირევი
17:00 საფეხმავლო ტური მსურველთათვის ნაქუდურთას, ჰეღოს და ჭონთიოს მიმართულებით (1.2 კმ)
17:30 გირევი - ომალო
18:30 დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.
მესამე დღე: ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ბოჭორნა - ომალო - თბილისი 230 კმ.
მესამე დღეს სანახავი ობიექტები: დოჭუ, ბოჭორნა, ბეღელა (სამივე სოფელი მდებარეობს ულამაზეს გომეწრის ხეობაში), ალავერდი.
08:30 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
09:00 ომალო - ბოჭორნა
10:30 ბოჭორნა - დოჭუ
12:00 დოჭუ - ბეღელა
14:00 გამომგზავრება თბილისის მიმართულებით და სურვილის შემთხვევაში ალავერდის მონახულება
· ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის კომფორტული ჯიპებით(Wi Fi, კონდიციონერი, 220V)
· კეთილმოწყობილი სასტუმრო ყველა საჭირო პირობებით(განთავსება ორადგილიან ნომრებში)
· კარავი, პარალონი, საძილე.
· გიდი
· ფოტო გადაღება
დამატებითი ინფორმაცია:
· ჩვენი მოძრავი ბანაკი აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, ელექტროენერგიით, ორტენტიანი კარვებით, თბილი საძილეებით და პარალონებით.
· ჯგუფის შემთვევაში(მინიმუმ 5 ადამიანი) ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებში, ასევე შესაძლებელია ტურის პროგრამის თქვენი სურვილის მიხედვით შედგენა
· ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 14 მონაწილეს
· ყოველ 14 მონაწილეზე გამოყოფილია ერთი გიდი და ერთი მეგზური
· მხოლოდ ძველ ომალოში და დართლოში არის კაფე
· ომალოში მსურველებს შეუძლიათ ცხენის დაქირავება, ერთი დღე
· თუშეთის გზა იხსნება მხოლოდ ოთხი თვე, დანარჩენი რვა თვე ჩაკეტილია. ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი : მაისის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრამდე
· სოფელ ფშაველებიდან იწყება მეორეხარისხოვანი გრუნტიანი საკმაოდ რთული გზა. აღნიშნული გზა იფარება 3 - 3.5 საათში
· თუშეთის ტური არის რეგულარული იმართება ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, ტური არ უქმდება კომპანიის მხრიდან, ისეთი შემთხვევების გამო როგორიც არის: ჯგუფი არ შედგა, მძღოლს დაეძინა და ა.შ.
· ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში: მაგალითად გაფუჭდა ავტომობილი, ავტომობილი იცვლება მაქსიმუმ ერთ საათში. (კომპანიას ყავს ავტომობილები: თბილისში, სოფელ ქვემო ალვანში და ომალოში, რის შედეგადაც ყველაზე მცირე დროში ვცვლით ავტომობილს)
· თუშების საკულტო დღეობების ციკლი-ათნიგენობები აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელია "შულტა", სოფლის მიერ არჩეული ჯვარის ყმა
ჩვენ გირჩევთ, თქვენ ითვალისწინებთ!
· გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუშური ტრადიციების თანახმად თუშეთში იკრძალება ღორის ხორცის ან ნებისმიერი მისგან მომზადებული კერძის შეტანა
· თუშეთში არის რამდენიმე ადგილი სადაც იკრძალება მანდილოსნების შესვლა
შენიშვნა:
· სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ობიექტების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანახავი ობიექტების რაოდენობა უცვლელი რჩება, ყველა ობიექტს ვნახულობთ
ოპერატორი: მარიამი
ორგანიზატორი: გიორგი.
ორგანიზატორთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს, თუ ფეისბუქ გვერდზე მოგვწერთ გიპასუხებთ ორგანიზატორი. ოპერატორს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ დროს.
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.