კაცხის სვეტი და სხვა იმერეთის ღირსშესანიშნაობები

ფასიფასი — მოთხოვნით
ID30767

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

კატეგორია: კულტურული ტური

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურისტის მინიმალური რაოდენობა: 7 (შვიდი) ადამიანი

მთლიანი მანძილი: 465 კმ

ფეხით სასიარულო:3 კმ

ტურის ფარგლებში თქვენ მინახულებთ: უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს (IX-X სს); კაცხის 40 მეტრიან სვეტს, რომლის წვერზეც მოთავსებულია V-VI სს, ორი მცირე ზომის ეკლესია; ქართული ხუროთმოძღვრების ეთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ ძეგლს-კაცხის მონასტერს (X-XI სს); მღვიმევის დედათა მონასტერს (XIII ს) და ჯრუჭის მონასტრის ნანგრევებს (XI ს)

ტურის განაწერი:

2. გზად, რიკოთის გადავლის შემდეგ, მოვინახულებთ უბისის წმინდა გიორგის სახელობის ულამაზეს ტაძარს;

3. ზესტაფონიდან გადავუხვევთ ჭიათურის მიმართულებით და მოვინახულებთ კაცხის 40 მეტრიან შთამბეჭდავ სვეტს;

4. ამის შემდეგ მოვინახულებთ კაცხის მონასტერს, რომელიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური არქიტექტურით;

5. გავემართებით ჭიათურაში და დავათვალიერებთ მღვიმევის დედათა მონასტერს;

6. გავემართებით საჩხერისკენ, სოფ. სარეკთან გადავუხვევთ ჯრუჭის ულამაზეს ხეობისკენ და მოვინახულებთ ჯრუჭის ტაძრის შთამბეჭდავ ნანგრევებს.

ტური იქნება როგორც ყოველთვის, არა მარტო საინტერესო, არამდე სახალისო და გასართობი ხასიათისაც.
გარდა იმისა რომ, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და დიდი ალბათობით დამეგობრდებით თითოეულ მათგანთან, კიდევ ერთ ულამაზეს მხარეში დატოვებთ თქვენს კვალს. ბოლოს და ბოლოს შეცვლით თქვენს ქავერის ფოტოს და ფეისბუკის "Places" დაამატებთ კიდევ ერთ ლამაზ წერტილს :დდდ
დამიჯერე, მაცდური წინადადებაა ;)

1. რაც შეხება საკვებს;

2. ამ საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად და მერე ვაწყობთ ერთიან პიკნიკს

Ø -- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან).

Ø -- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.

Ø -- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. რუსთავი, სასტუმრო ,,რუსთავის'' მიმდებარე ტერიტორია.

სიაში ჩაწერა დაწყებულია.

MEIL: georgia.express.

TEL: () ( VIBER.--Whatsapp), ()

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.