დღიანი დაუვიწყარი ტური თუშეთში
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,, მოგზაურობა ში'' აწყობს 3 დღიან დაუვიწყარ ტურს თუშეთში, ს ულამაზესი მხარე რომელიც შენც უნდა ნახო
შემოგვიერთდით და გაატარეთ დაუვიწყარი დრო ჩვენთან ერთად
I დღე
თბილისი - ქვემო ალვანი - ფშაველები - აბანოს უღელტეხილი - ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო
ჩასვლა ომალოში,
გაღმა თუშეთი - სოფელი შენაქო;
საფეხმავლო ტური ძველი დიკლოს მიმართულებით;
დაბრუნება ომალოში. დაბინავება სასტუმროში,
ფეხით სავალი მონაკვეთები: დიკლოში 800 მეტრი.
II დღე
ომალო - დართლო - კვავლო - ფარსმა - გირევი - ჰეღო;
ექსკურსია ძველ ომალოში კესელოს კოშკები და მუზეუმი;
გამგზავრება პირიქითა თუშეთში;
დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო.
დაბრუნება ომალოში, ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 1 კილომეტრი.
III დღე
ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ილიურთა - ომალო - თელავი - თბილისი
გამგზავრება გომეწრის ხეობისკენ.
ჯვარბოსელა, დოჭუ, ილიურთა;
გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;
მგზავრობა კომფორტული დელიკით,
სასტუმროში განთავსება,
გამყოლი,
ფოტო გადაღება.
მონაწილეების საყურადღებოდ:
არ ვაბინძურებთ გარემოს(არ ვყრით ძირს სიგარეტის ნამწვავებს)
ვემორჩილებით გამყოლს!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე.
წამომსვლელთა საყურადღებოდ:
გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 4 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.