რონინი გთავაზობთ საჯომარდო ტურს ს ნაცვლად
ფოტო: This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 3.0; Diego Delso · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 08:30 სთ.
მგზავრობა მიროავტობუსით
ჯომარდობაში მონაწილეობის საფასური
ფოტო და ვიდეო გადაღება
გამყოლის მომსახურება
1 კათხა ლუდი თითოეულ მონაწილეს
საჯომარდო აღჭურვილობა :
სამაშველო ჟილეტი
ჩაფხუტი
დეტალური აღწერა :
თბილისიდან მივემგზავრებით ფასანაურის საჯომარდო ბანაკში საიდანაც იწყება მომზადება ჯომარდობისათვის (სოფ. ქვემო ამირნი)
მდ. თეთრი არაგვი (მთიულეთის არაგვი) ფასანაური
გაბარიტი - ვიწრო (თავიდან) ქვიანი (ტექნიკური ტრასა)
გაბარიტი - გრძელი,შავი არაგვის შეერთების შემდეგ ნაკლებად ქვიანი
მონაკვეთის სიგრძე - 13/14 კმ.
მდინარის დინება - საშუალო
წყლის სირთულე 2.5 – 3 დონე
დაშვების დაახლოებითი დრო - 1 სთ. და 30 წთ.
მონაწილის მინიმალური ასაკი - 13 წელი (მშობელთან ერთად)
რეკომენდირებულია - 8 ადგილიანი ნავებით დაშვება (მაქსიმუმ)
ჯომარდობის დროს ყველა ნავს გამოყვება - 1 ინსტრუქტორი
ჯომარდობის დაწყებამდე წინასწარ გავივლით ინსტრუქტაჟს - 30 წთ.
მდ. სირთულის შესაბამისად ჯომარდობის დროს ნავებს გაყვება კაიაკი - რომელიც მდინარის საპირისპირო მიმართულებითაც გადაადგილდება.
ჯომარდობის დასრულება (სოფ. გვრიტო)
ასევე გამარჯვებულ ყველა მონაწილეს გადაეცემა წამახალისებელი სერთიფიკატი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 96 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
კვება: მოგაქვთ სახლიდან ან ვჩრდებით მაღაზიაში და ყიდულობთ.
ტრანსპორტირება, გამყოლი, ფოტოგადაღება.
სურვილის შემთხვევაში შევკრებთ და ვყიდულობთ სამწვადეს, პურს და წვენებს.
ადგილზე არის სასიამოვნო გარემო სამწვადაოდ,ავაგიზგიზებთ კოცონს,ზოგი მწვადის შეწვით დაკავდება,ზოგი ფრენბურთს ითამაშებს და ზოგიც ფიქრს მიეცემა არაგვის პირას ;)
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ წყალგაუმტარი ტანსაცმელი და აუცილებლად წამოიღოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე დაგჭირდებათ პირსახოცი.
გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.