სამ დღიან ჯიპ ტური თუშეთში
ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
სამ დღიანი სათავგადასავლო – შემეცნებითი ჯიპ ტური თუშეთში. თბილისი, თელავი, ალვანი, ომალო – 8 საათში დაფარული 260-მდე კილომეტრი. სუნთქვის შემკვრელი ხედები და სახიფათო გზები…მშვიდად ვარ, რაღაც საოცრების მოლოდინში დრო თითქოს სწრაფად გადის. ქალაქის ხმაურს და რიტმს გაქცეული სხვა სამყაროში ვგრძნობ თავს. თითქოს ეს არც ჩემი ქვეყანაა და საერთოდ, რასაც ვუყურებ რეალური არ არის. ვუყურებ და არ მჯერა, რომ ეს ა. ვუყურებ და ვფიქრობ, რა ამაყი ვარ. ალვანიდან რომ თუშეთის უღელტეხილებს დაადგები, გრძნობ როგორ იმატებს ადრენალინი და ჰაერში გაშეშებული თითებით ხვდები რომ დაძაბული ხარ. ცდილობ ბოლომდე აღიქვა, ბოლომდე შეიგრძნო ეს სილამაზე.სიმაღლეები იმატებს და იმატებს; მიხვეულ-მოხვეული გზები აღარ მთავრდება. წინ კიდევ უფრო დიდი ემოციები და ექსტრიმია. ჩქარა სიარული თითქმის შეუძლებელია. მთის გრუნტით და ნაშალი ქვებით დაფარულ ვიწრო გზებს გადმომდინარე ჩაჩქერები კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის. და მაინც, რა არის განსაკუთრებული თუშეთში?
სანახავი ობიექტები:
• ალავერდის მონასტერი
• ომალო
• შენაქო
• დიკლო
• კესელოს ციხე
• დართლო
• ფარსმა
• ჭონთიო
• გირევი
• დოჭუ
• ბოჭორმა
• მთის ერთი წერტილიდან ხელის გულზე გადშლილი თუშეთის ოთხი ხეობა
ტურის განრიგი
დღე 1 – გამგზავრება კახეთის მიმართულებით – ალავერდის მონასტერი – ომალოს – შენაქო – დიკლო – კესელოს ციხე – თავისუფალი საღამო და ღამისთევა ომალოში – კარვებში/კოტეჯში
დღე 2 – დართლო – ფარსმა – ჭონთიო – გირევი; თავისუფალი საღამო და ღამისთევა გირევში კარვებში;
დღე 3 – ბოჭორმა – დოჭუ – გამომგზავრება თბილისის მიმართულებით -თუშეთის პანორამული ხედები – თელავი – თბილისი;
ტურის დეტალები:
– ტურის სახეობა: სათავგადასავლო – შემეცნებითი ჯიპტური
– სატრანსპორტო საშუალება: მაღალი გამავლობის მიცუბიში დელიკა/ Mitsubishi Delica
– მარშრუტი: თბილისი – თელავი – ომალო – გირევი – თბილისი
– ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე
– შეხვედრისა და გასვლის ადგილი და დრო: 06:00 სთ / მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია
– ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
– განთავსება კარვებში /სასტუმრო ( სასტუმროში განთავსების შემთხვევაში გვაცნობეთ ერთი კვირით ადრე)
– კვება (საუზმე, ვახშამი)
– გიდი / გამყოლი
– პირველადი სამედიცინო დახმარება:
გასათვალისწინებელი საკითხები :
• შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.
• თან იქონიეთ პირადობის მოწმობა
• ჩაცმულობა სალაშქრო (სპორტული).
• თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.
• ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .
• ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.