national delicacy

ხუთ დღიანი ჯიპ ტური სამცხე ჯავახეთში – აჭარასა და სამეგრელოში

  • ID: 30315
  • ნახვები: 5609
complogo
Effect Tour Georgia
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/07/17
    დაბრუნება
    • 30/04/17
დამატებითი ინფორმაცია

გაატარეთ   დაუვიწყარი დღეები  საქართველოს სამ  ულამაზეს რეგიონში, მოინახულეთ უძველესი კულტურული ძეგლები, შეიგრძენით  უნიკალური ბუნების  და მრავალფეროვანი ლანდშაფტების სილამაზე, დაისვენეთ შავი ზღვის სანაპიროზე და დატკბით მზის ჩასვლით. თუ გიყვართ მთა , ზღვა და თავგადასავლები, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ  ეს ულამაზესი ადგილები და არ გსმენიათ მისი მრავალფეროვნების შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაალაგოთ ჩანთა, შემოგვიერთდეთ და ერთად ვიმოგზაუროთ საოცრებათა მხარეში. გპირდებით ეს იქნება წუთები რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

 

სათავგადასავლო შემეცნებითი ჯიპ ტური სამცხე ჯავახეთში – აჭარასა და სამეგრელოში. მარშრუტი:  ქ. თბილისი – ქ.წალკა – ქ.ნინოწმინდა – ქ. ახალქალაქი – ქ. ახალციხე – ქ. ადიგენი – გოდერძის უღელტეხილი – დაბა ხულო – დაბა  შუახევი  – დაბა  ქედა – ქ. ბათუმი – ქ. ქ. ქობულეთი – ქ, სამტრედია – მარტვილი – ქ. ქუთაისი – ქ. თბილისი.

დღე 1 –  გამგზავრება სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით – წალკის წყალსაცავი – ფარავნის ტბა – ფოკას მონასტერი – საღამოს ტბა – ხანჩალის ტბა – ხერთვისის ციხე – საფარის მონასტერი – რაბათი – ღამისთევა ახალციხეში.

დღე  2 – საუზმე – გავემგზავრებით აჭარაის მიმართულებით  – ზარზმის მონასტერი – გოდერძის უღელტეხილი – მთიან აჭარა –  ხოლო – შუახევი – დანდალოს ხიდი – ზვარე – ქედა – ბათუმი – ღამისთევა ქობულეთში.

დღე 3 – საუზმე – დასვენება ზღვაზე – თვისუფალი დრო და გართობა – ღამისთევა ქობულეთში.

დღე 4  – საუზმე – ჯიპტური კინტრიშის ეროვნულ პარკში – დასვენება ზღვაზე –  თვისუფალი დრო და გართობა – ღამისთევა ქობულეთში.

დღე 5  – საუზმე – გამგზავრება  მარტვილის  მიმართულებით – მარტვილის კანიონი –  სოფელი სალხინო (ულამაზესი ხეივანი სოფელ სალხინოში) – ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია – დადიანების სასახლე – ისტორიული მარანი – დაბრუნება თბილისში.

ტურის დეტალები:

– ტურის სახეობა:   სათავგადასავლო – შემეცნებითი;

– მარშრუტი:  ქ. თბილისი – ქ.წალკა – ქ.ნინოწმინდა – ქ. ახალქალაქი – ქ. ახალციხე – ქ. ადიგენი – გოდერძის უღელტეხილი – დაბა ხულო – დაბა  შუახევი  – დაბა  ქედა – ქ. ბათუმი – ქ. ქ. ქობულეთი – ქ, სამტრედია – მარტვილი – ქ. ქუთაისი – ქ. თბილისი.

– ხანგრძლივობა:  4 ღამე / 5 დღე; 

– სატრანსპორტო საშუალება:  გამავლობის სატრანსპორტო საშუალება ( Mitsubishi Delica)

– განთავსება:   საოჯახო ტიპის სასტუმრო / კარავი

ფასში შედის:

  • ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით

  • ჯიპ ტური კინტრიშის ეროვნულ პარკში

  • გიდი / სამთო გამყოლი

  • განთავსება:

    – 1 x ღამისთევა ახალციხის სასტუმროში;

    – 3 x ღამისთევა ქობულეთის სასტუმროში;

  • კვება:

    – საუზმე სასტუმროში;

    – მესხური სამზარეულოს გაცნობა და ვახშამი;

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო გადაღება.

ფასში არ შედის: 

  • სადილი და ვახშამი;

  • ალკოჰოლური სასმელები;

გასათვალისწინებელი საკითხები :

ტური გაიმართება :

I  ნაწილი (ნაკადი)  26 ივლისიდან – 30 ივლისის  ჩათვლით

II  ნაწილი (ნაკადი)   19 აგვისტოდან – 23 აგვისტოს ჩათვლით

  • ტურის მონაწილეთა რაოდენობა შეზრუდულია, მხოლოდ 14 ადამიანი.

  • ტურის დაჯავშნის  ბოლო ვადაა  6  ივლისი

  • ჩარიცხული თანხა, ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება

  • თან იქონიეთ პირადობის მოწმობა

  • ჩაცმულობა კომფორტული,სპორტული.

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

  • სხვა დამატებითი დეტალები გეცნობებათ ტურის დაწყებამდე 1 კვირით ადრე.

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

ტურის ღირებულებაა :

კარვებში განთავსებით – 200 ლარი

საოჯახო სასტუმროში განთავსებით – 300 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:   –  599 54 97 98 ტურის დეტალები

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე200.00
Effect Tour Georgia
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/07/17
    დაბრუნება
    • 30/04/17