მცხეთის კულტურულ-პილიგრიმული ტური
ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ უძველესი ქალაქის, მცხეთის ღირსშესანიშნაობებს. მცხეთა არა მხოლოდ ს უძველესი დედაქალაქი, არამედ ქართული ცივილიზაციის საწყისი ადგილია. მცხეთა შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი. ტურის განმავლობაში მოინახულებთ ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროს დედათა მონასტერს და არმაზციხეს (ბაგინეთი).
• მცხეთა - ს უძველესი დედაქალაქი, რომლისგან იწყება ქართული ცივილიზაციის ისტორია. მცხეთის და ,,დიდი მცხეთის’’ ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ III-II ათასწლეული). მცხეთა იყო ში ქრისტიანობის გავრცელების აკვანი და ქრისტიანული რელიგიის ცენტრი მე-12 საუკუნემდე.
• ჯვრის მონასტერი - ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი, დგას მთის წვერზე, მდინარეების-მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე მეფე მირიან III-მ ამ ადგილას ხის ჯვარი აღმართა, რომელსაც შემდეგ თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერები.
• სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - პირველად აქ მეფე მირიანის დროს აშენებული ხის ეკლესია იყო, რომლის ადგილას ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის ბოლოს ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, ხოლო XI საუკუნეში კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
• სამთავროს დედათა მონასტერი - დღეისათვის არსებული კომპლექსი მოიცავს მცირე ეკლესიას,რომელიც მიჩნეულია წმ.ნინოს სახელობის ეკლესიად; დიდ ტაძარს, რომელიც აგებულია XI ს. I ნახევარში.
• არმაზციხე (ბაგინეთი) - ძვ. წ IV.- ახ.წ. VIII. არმაზციხის ნაქალაქარი უდიდესი და ერთერთი უძველესი კულტურული ძეგლი ში. იგი მსგავსია ურარტუსა და აქემენიდთა ირანის , პერსეპოლისის სათავდაცვო ნაგებობებისა.არმაზციხეზე მიკვლეულია სამი კულტურული ფენა. I-ფენა მიეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს. II ფენა ძვ. წ. II – I საუკუნეებს, ხოლო III-ფენა მიეკუთვნება ახ. წ. I-საუკუნიდან მცხეთის დედაქალაქობის დასრულებამდე. შიდა ციხეში აღმოჩენილია ბურჯებიანი დარბაზი, აბანოები, მარანი, სადაც შემორჩენილია ერთ დონეზე ჩამწკრივებული ქვევრები.
მარშრუტი :
09:00 - გასვლა თბილისიდან მცხეთისკენ. შეკრების ადგილი : აღმაშენებლის 176.
• ჯვრის მონასტერი
• სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
• სამთავროს დედათა მონასტერი
• არმაზციხე (ბაგინეთი)
18:00 - ტურის დასასრული, დაბრუნება თბილისში.
ტურის სახე : კულტურული, პილიგრიმული.
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.