სეზონის გახსნა. სამდღიანი ჯიპ-ტური თუშეთში
ფოტო: Alsandro · CC BY-SA 3.0; Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,,ჯიპ-ტური'' გთავაზობთ 3-დღიან ტურს ს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში თუშეთში.
შეიგრძენით ქართული ტრადიციული გარემო და გაატარეთ დაუვიწყარი დრო ჩვენთან ერთად.
ტური გაიმართება ყოველ: პარასკევს (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი ტურის დაჯავშნა კვირის ნებისმიერ დღეს)
ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ
ტურისტების რაოდენობა: 7-14-25... პერსონა
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე.
შეკრების ადგილი:
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. თბილისი დინამო სტადიონთან მდებარე, მუშტაიდის ბაღი (მატარებელთან შესასვლელი). 6:00 საათი
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია. 6:00 საათი
მარშუტი:
1)დღე
თბილისი - ალავერდის ტაძრი
აბანოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ)
ომალო (საოჯახო სასტუმროში დასვენება)
შენაქო
დიკლო-ომალო
2)დღე
ძველი ომალო (კესელოს კოშკები)
დართლო (თუშური ტრადიციული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში)
კვავლო
ფარსმა
გირევი-ომალო
3)დღე
ომალო-დოჭუ (გადმოცემის თანახმად,სწორედ ამ სოფელში აბამდნენ ბავშვებს ჯაჭვით,რათა კლდიდან არ გადაჩეხილიყვნენ)
ჯვარბოსელი
ბოჭორნა (ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი. 2345 მ. )
გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროსში 2 ჯერადი კვებით. ინდივიდუალური სველი წერტილით
1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროსში 2 ჯერადი კვებით. საერთო სველი წერტილით
1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროსში კვებით გარეშე.ინდივიდუალური სველი წერტილით
1 პერსონა . ღამისთევა ოჯახურ სასტუმროსში კვებით გარეშე. საერთო სველი წერტილით
1 პერსონა 140 ლარი. ღამისთევა კარავში
ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი კომფორტული მინივენით ( MITSUBISHI DELICA 4x4 )
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში 2 ჯერადი კვებით
გამოცდილი მძღოლი - გამყოლი
გასათვალისწინებელი ფაქტორი:
ვისაც გააჩნია ხალხურ საკრავებზე დაკვრის ნიჭი (მაგ.ფანდური და გიტარა) აუცილებლად წამოიღეთ :))
თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა აკრძალულია!
საჭირო ეკიპირება:
მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
აკრძალულია:
ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
არ ვაბინძურებთ გარემოს
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.