ლაშქრობა მტირალას ეროვნული პარკში
ფოტო: Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Krzysztof Ziarnek, Kenraiz · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ორგანიზატორი:
ბოდიალა
რეგიონი:
აჭარა
შეხვედრის დრო და ადგილი:
21 : 30 - შეკრების დრო
22 : 00 - გასვლის დრო
მეტრო სადგური დიდუბე. სამთო ქიმიის მოპირდაპირედ
ბენზინ გასამართი სადგური: ლუკოილი
ფასი ერთი ოჯახიდან წყვილად წამოსულთათვის:
მამა,დედა-შვილი; ცოლ-ქმარი; და-ძმა
ანგარიშის ნომერი:
ს ბანკი
მიმღები: ზაზა ხალაძე
დანიშნულება: მტირალა (თქვენი სახელი და გვარი)
მგზავრობა;
გიდის მომსახურება;
კოტეჯის და საკარვე ადგილის საფასური;
ხანგრძლივობა:
2.2 დღე
სირთულე:
საშუალო სირთულის;
ფეხით გასავლელი მანძილი:
15 კმ.
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
პეტრას ციხე
ცივწყაროს ბილიკი
წაბლნარის ბილიკი
წაბლნარის ჩანჩქერი
წაბლნარის ტბა
Zip-line - ვისაც სურვილი ექნება
აუცილებელი:
სალაშქრო ფეხსაცმელი
საწვიმარი (უსიკვდილოდ :D)
კარავი, საძილე, საგებელი
პირადი აფთიაქი
სალაშქრო ჯოხები
ფანარი
2,2 დღის სამყოფი საკვები და წყალი
პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი.
ტური შედგება მინიმუმ 15 ადამიანის შემთხვევაში
მიკროავტობუსი გამოვა რუსთავიდანაც: 20:40 საათზე
დეტალური აღწერა:
გავდივართ პარასკევს ღამე, დილისკენ უკვე აჭარაში ვიქნებით და სანამ ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება მანამდე მოვინახულებთ პეტრას ციხეს.. შემდეგ კი გავემართებით ცივწყაროს ბილიკისკენ და ღამეს გავატარებთ კოტეჯში/კარავში
დილით კი ავიბარგებით და წავალთ ცივწყაროს ბილიკის წრიულზე და შევუერთდებით წაბლნარის ბილიკს სადაც მოვინახულებთ, ტბას და ჩანჩქერს, ხოლო ვისაც სურვილი ექნება ზიპლაინით ისიამოვნებს, რომლის საფასურიც არის
სიგრძე - 250 მეტრი
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
1. ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს
2. ორგანიზატორის დაუმორჩილებლობა ავტომატურად გამოიწვევს ყოველგვარი პასუხისმგებლობის მოხსნას თქვენს წინაშე
3. დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადახვევა
4. იკრძალება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე
5. ლაშქრობის დროს ვზრუნავთ ერთმანეთზე
6. გარემოს არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით მას
7. ვართ კომინიკაბელურები და ვკამათობთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, შესაბამისად პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს
8. ფოტოაპარატები გადატენეთ, წინ ხედები გველოდებიან
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 7 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
საკონტაქტო პირი:
ზაზა
აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ
ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
- გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
- მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
- მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
- პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.