ძამის ხეობა და ბატეთის ტბა

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაშიდა ქართლი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID29465

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

• შეხვედრის ადგილი Radisson Blu Iveria
(ველოსიპედთან)

• შეხვედრის დრო 07:00
• უკან ვბრუნდებით 23:00 მაქს
დაგვიანებებს არ ვართ

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
ისტორიულ კულტურული ძეგლების გაცნობა
სამწვადე

• დანარჩენი საკვები ინდივიდუალურად მოქვაქვს

• ხაბგრძლივობა 1 დღე
ღირსშესანიშნაობები მარშუტზე:

• ყინწვისის ულამაზესი კომპლექსი
• სარკინეთის კლდეში ნაკვეთი ტაძარი
• ულამაზესი ორთუბნის დედათა მონასტერი
• გაზაფხულის ულამაზეს ფერებში გახვეული ბატეთის ტბა

• ამინდი - ტური შედგება ნებისმიერ ამინდში
• ფეხით გასავლელი მანძილი 6 კმ მაქს

პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:

თითქმის ყველგან იჭერს
სარკინეთის შემდეგ აღარ!

რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი.
თან იქონიეთ ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი

რა ჩავიცვათ:
თავისუფლად, სპორტულად, უმჯობესია ფეხზე სალაშქრო ფეხსაცმელი და გოგონებმა ბოლოკაბები, რადგან შარვლით არ შეიძლება შესვლა ტაძრებში
ასევე თან იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხზე მეორე წყვილი!
საწვიმარი (ყოველი შემთხვევისთვის)

• გასათვალისწინებელი პირობა! ტურამდე ორი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება

იმისათვის რომ ჩვენი ტური იყოს ორგანიზებული გაეცანით
წესებს
რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ყველა მონაწილისთვის !
• ყველა ითვალისწინებს ორგანიზატორის მითითებებს
• არავინ არ სვავს და არ ეწევა მიკროავტობუსში! არც მარშირებისას
• არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში! (არც კაი ნაბახუსევი)
• არ ვყრით ნაგავს '' არსად '' (გარდა ურნისა)
• არანაირი დაყოფა ცალკე ჯგუფებად (კუტოკებად)
• ვმოქმედებთ გუნდურად
• არანაირი საუბარი პოლიტიკაზე (კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის)
• საკვებს შევექცევით ყველა ერთად (იქით უფრო ჩრდილია არ
მოსულა)

თანხას ჩარიცხავთ საბანკო ანგარიშზე რომელსაც ტურის თითოეულ მონაწილეს გადმოგიოგზავნით სმს ის სახით

• მეექვსე ტური - მაისური საჩუქრად

ბედნიერ მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ!

შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ

შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.

რა ვნახოთ

  • უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
  • გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
  • სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
  • ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
  • სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.

შიდა ქართლი: გზამკვლევი
შიდა ქართლი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება უფლისციხეს?
თავად კლდის ქალაქს 1,5–2 საათი სჭირდება, მუზეუმიანად. გორთან და ატენის სიონთან ერთად ეს სრული ერთდღიანი გასვლაა თბილისიდან.
როგორ მივიდე უფლისციხემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
თბილისიდან გორამდე მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან კი ტაქსით (12 კმ). გორიდან უფლისციხისკენ მარშრუტკა იშვიათად დადის.
რა არის გორში სანახავი?
გორის ციხე და სტალინის მუზეუმი. ცენტრი პატარაა და ფეხით 2–3 საათში დაივლება.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: უფლისციხის გამოქვაბულები და ვიწრო გვირაბი, გორის ციხე და ატენის ხეობა ბავშვებს მოსწონთ. კლდეზე მოაჯირები ყველგან არ არის, ამიტომ პატარებს თვალი ადევნეთ.
რა ჩამოვიტანოთ შიდა ქართლიდან?
ატენური ღვინო, ხილი და ჩირი, ხოლო სურამიდან — ნაზუქი, რომელსაც გზისპირა ჯიხურებში ცხელს ყიდიან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.