ბათუმში ფილიალი გაიხსნა!
ფოტო: Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Krzysztof Ziarnek, Kenraiz · CC BY-SA 4.0; კოლხი · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მრავალფეროვანი, საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული, ტურიზმისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა სერვისით. მსურველებს ვუზრუნველყოფთ:
- ავიაბილეთებით;
- რკინიგზისა და სხვა საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტის ბილეთებით;
- ტურები სა და მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში;
- სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნა სა და მთელს მსოფლიოში;
- სამოგზაურო დაზღვევა;
-სავიზო მხარდაჭერა;
დაბალი ფასები;
სწრაფი მომსახურება;
სერვისების სრული ელექტრონიზაცია( შესაძლებელია ჩვენი ყველა სერვისის დაჯავშნა ოფისიდან გაუსვლელად);
მოქნილი გადახდის სისტემა;
კურიერის მომსახურება;
ახალგაზრდა და ენერგიული გუნდი;
საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალები თქვენს სამსახურში:
თინათინ გოგუაძე
გახლავთ კომპანიაში დირექტორი. ტურიზმის სექტორში მისი თორმეტ წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო განათლება, გუნდური მუშაობა, ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი კომპანიის იმპულსს ამოძრავებს. მისი ახალგაზრდა, შემოქმედებითი, ენთუზიაზმით სავზე და კრეატიული ხედვა, არის გუნდზე და უშუალოდ მომხმარებლებზე ორიენტირებული.
მარიკა გოგიბერიძე
მონდომებით ხელმძღვანელობს ბათუმის ფილიალს. უცხოელ და ქართველ ტურისტებს ეხმარება აღმოაჩინონ მსოფლიო და სხვა . უზრუნველყოფს მათ ყველა სერვისითა და მომსახურებით და რაც მთავარია საუკეთესო და დაუვიწყარი მოგზაურობით. იგი ზრუნავს ხარისხზე და ცდილობს გადააჭარბოს მომხმარებლის მოლოდინსაც კი.
ნათია ოქროპირიძე
არის სავიზო კონსულტანტი და ტურ მენეჯერი. ადამიანი რომელიც, ყოველ დილით მოდის სამსახურში, რათა შემოგთავაზოთ ახალი ოცნება. ოცნება, რომელიც თქვენს ცხოვრებას გახდის განსაკუთრებულს. იმისთვის რომ შეხვდეთ და გაიცნოთ განსხვავებული კულტურისა თუ რელიგიის მქონე ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. სწორედ ამიტომ, იგი ლიდერია მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი, კომფორტული და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაში.
ინგა ორაგველიძე
გახლავთ ავიაბილეთების ოპერატორი. იგი მუდამ მუშაობს გატაცებით. მსურველებს სთავაზობს გადაადგილებისათვის საჭირო სრულყოფილ მომსახურებასა და სერვისებს: ავიაბილეთები, რკინიგზისა და სხვა საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტის ბილეთებით. ცდილობს თქვენი მომგზაურობა გახადოს მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი.
;
office.
აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ
ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
- გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
- მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
- მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
- პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.