national delicacy

ორდღიანი ტური ხვამლის მთაზე 20-21 მაისს!!!

  • ID: 28996
  • ნახვები: 8719
complogo
ვექო თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/03/17
    დაბრუნება
    • 22/03/17
დამატებითი ინფორმაცია

  • ტურის გამართვის თარიღი: 20-21 მაისი
  • გასვლა:

> 05:00 რუსთავი: ჟიული შარტავას ძეგლი 
> 06:00 თბილისი: ველოსიპედის ძეგლი

 

ხვამლის მთა და კასტრული მასივი ლეჩხუმისა და იმერეთის გასაყარზეა. იდუმალებით მოცული ლეგენდები მის შესახებ მეტად მიმზიდველს და საინტერესოს ხდის გარემოს. ხვამლი (ხომლი) რამოდენიმეჯერ მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. მათ შორის უმთავრესია ამონარიდი ქართლის ცხოვრებიდან "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს...". მართლაც საოცარია მთის ციცაბო კალთაზე გამოქვაბული, რომელშიც გადმოცემის თანახმად სამეფო განძი უნდა ინახებოდეს. ლეგენდის თანახმად ხვამლის მთა სწორედ ის ადგილია, სადაც მითიური პრომეთე არის მიჯაჭვული.  

ხვამლის მასივის გავლისას შევხვდებით შერეული ტყის მონაკვეთებს. ულამაზეს წიწვოვან ტყეებს და ედელვაისებით მოფენილ მდელოებს. (სწორედ "ედელვაისი" იყო სახელი მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიაში, მამისონის უღელტეხილიდან დესანტის გადმოსხმას. ერთ-ერთი ვერსიით გერმანელებს ჰქონდათ ინფორმაცია ხვამლის მთის საგანძურის შესახებ). საბოლოოდ ავალთ ალპურ ზონაში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთზე.

 

ტურის ღირებულება: 27 ლარი.

ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
  • უფასო ინტერნეტი
  • მეგზური

 

ღირებულებაში არ შედის:

  • აღჭურვილობა - კარავი, საძილე, პარალონი

 

აღჭურვილობის დაქირავება შესაძლებელია ჩვენთან.

სრული აღჭურვილობა: ორტენტიანი წყალგაუმტარი კარვის, თბილი საძილეების და პარალონების ქირაობა აღნიშნული აქციის პირობებში შეგიძლიათ დღეში 5 ლარად.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტურში მონაწილეობის მისაღებად სჭიროა წინასწარ დაკავშირება და ტურზე რეგისტრაცია
  • ტრანსპორტში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება და მოწევა
  • აქციის პირობებში ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

 

საჭირო ეკიპირება:

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი, საწვიმარი
  • წყლისთვის განკუთვნილის მცირე ზომის ჭურჭელი
  • მზისგან დაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამზავი მაზი

 

----------------------------------------------------------------------------

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
ვექო თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/03/17
    დაბრუნება
    • 22/03/17