სტამბული - ტიტების ფესტივალი
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
ტიტების ფესტივალი სტამბოლში
ქალაქის მთავარ მოედნებზე 3 მილიონზე ტიტაა განთავსდება მეყვავილეები აქტიურად მუშაობენ და ადგილზევე აწყობენ კომპოზიციებს სხვადასხვა ფერის ყვავილებიდან. ფესტივალზე 200 სხვადასხვა სახეობის ტიტას წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი თურქეთშია გამოყვანილი. ფესტივალზე ასევე შესაძლებელი იქნება ტიტების ახალი ჯიშის ბოლქვების შეძენაც.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰოლანდიას, რომელიც ტიტების გამოყვანის სფეროში მსოფლიო ცენტრად ითვლება.
ყველაზე ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობისთვის ვემზადებით
ამჯერად სტამბულს ვეწვევით
I დღე
გასვლა დილის 8საათზე სტამბულის მიმართულებით.
მგზავრობა თბილ და მეგობრულ გარემოში,უამრავი თამაშით თუ სხვა გასართობი ღონისძიებებით.
გზად სანახავი ობიექტები:
* სუმელა
* მცირე აია-სოფია
* ტრაბზონი
II დღე
10სთ ჩასვლა სტამბულში ( დაბინავება სასტუმროში)
თავისუფალი დრო 1სთ- მდე
1სთზე გავემართებით ტოპკაპის სასახლეში – ოსმანთა სულთნების რეზიდენცია, სადაც ისინი 400 წლის განმავლობაში ბატონობდნენ.
აია სოფია
ცისფერი მეჩეთი
გასეირნება ღამის ისტორიულ სტამბულში
დაბრუნება სასტუმროში
III დღე
დილით გავემართებით და ვნახავთ.
ბაზილიკა ცისტერნა
ტიტების ფესტივალზე ვიზიტი - ტურის მთავარი ნაწილი
სურვილის მიხედვით ბოსფორზე გასეირნება და ქალწულის კოშკიდან ულამაზესი ხედებით ტკბობა. (კოშკზე მოხვედრა შესაძლებელია ბორანით რომელიც დაახლოებით ირა ღირს ორივე გზა)
IV დღე
მეოთხე დღეა დავტოვებთ სასტუმროს და მთლიან დროს დავუთმოვთ ტაქსიმის მოედანს და ლევენთის რაიონს სადაც განლაგებულია უდიდესი სავაჭრო ცენტრები და კვების ბიექტები.
5სთზე გამოსვლა სტამბულიდან.
V დღე
საღამოს დაახლოებით 11 სთზე ჩამოსვლა თბილისში.
სასტუმრო
ტრანსპორტირება ავტობუსით
გამყოლი
ქართულ -თურქულ ენოვანი თარჯიმანი
კვება ინდივიდუალურია
დარეკეთ და ჩაეწერეთ: ან
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.