ტრაბზონი - უზუნგოლის ტბა
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0; Biologg · CC BY-SA 4.0; Moonik · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
ტურის განრიგი:
1 დღე:
• სარფში, საბაჟო პროცედურები - 06:00-08:30 სთ
• 10:00 საათზე ჩასვლა ტრაბზონში, მცირე აია სოფია
• 13:00 საათზე ჩასვლა უზუნგოლის ტბაზე
• დაბინავება ტბის პირას სასტუმროში
• თავისუფალი დრო. გასეირენება ულამაზეს ხეობაში, რომელიც ზღვის დონიდან 1300მეტრზე მდებარეობს. სადაც ულამაზესი ბუნება იშლება, მარადმწვანე ტყეები, კასკადური მთის ნაკადულები-მდინარეები და ალპური ყვავილები, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
• 20 : 00 – 21: 00 სთ ვახშამი
• 10:00-11:00 სთ - საუზმე
• 11:00 საათი - გასეირნება უზუნგოლის ხეობაში
• 14:00 საათზე - დაბრუნება ტბასთან და სურვილის შემთხვევაში სუვენირების შეძენა, თავისუფალი დრო 16:00 საათამდე
• 16 : 00 საათზე გამგზავრება ტრაბზონში, სვაჭრო ცენტრ ,,ფორუმში“ სადაც შეგიძლიათ იშოპინგოთ
• 18:00 საათზე სკენ გამომგზავრება
• 20:00-21:00 სთ საზაღვრო პროცედურები სარფში
• თბილისში დაბრუნება 03:00 სთ
• ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
• სასტუმრო ტბის პირას -
• ვახშამი და საზუზმე
• საზღვარზე მოქმედებს როგორც ბიომეტრული პასპორტი ისე ID ბარათი
ჩარიცხული თანხა უკან 5 დღით ადრე, არ ბრუნდება, რათა ტური რომ არ ჩაიშალოს
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.