უმაღლესი ტურები,საქართველოს რეგიონებში''

ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამცხეთა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID28225

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

●თქვენ საშუალება გექნებათ ისიამოვნოთ კავკასიონის მთების ულამაზესი ხედით. ნახევრად უდაბნოში მდებარე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამის - დავითის მიერ. მოგვიანებით მონასტერი გაფართოვდა და აშენდა კიდევ ცხრამეტი მონასტერი. ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი სულიერი ცენტრი, სადაც ცხოვრობდა და მსახურობდა 600-მდე ბერი რელიგიური დღესასწაულების დროს.
●.ლანჩი
●.მონასტერის მონახულების შემდეგ გამომგზავრება თბილისის იმართულებით.
●დაბრუნება თბილისში. ტურის დასასრული.

გთავაზობთ ერთ დღიან ტურს: 1. დმანისის ეკლესია და ნაქალაქარი, 2. ბოლნისის სიონი, 3. ქვეშის ციხე, 4. ცურტავის (ქოლაგირის) ციხე, 5. წუღრუღაშენი, 6. სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი ტანძიაში, 6. შავნაბადა.

1) მესტიის ეროვნული მუზეუმი, 2) მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, 3) ლაღამის მაცხოვრის ტაძარი, 4) ბეთქილი, 5) უშგულის ეროვნული მუზეუმი, 6) ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, 7) სიყვარულის კოშკი, 8) კურორტი "ჰაწვალი", 9) მჟავე წყლები
10) ლატალის იოანა წინასწარმეტყველის ეკლესია.
- ტურის მთავარი სანახაობებია:
ბეჩოს ჩანჩქერი.
ქორულდის ტბები.

ენგურის სათავე მწვერვალი შხარის ძირი.

კურორტი თეთნულდი.

• ტრანსპორტრება

• გიდის მომსახურება (სურვილისამებრ)

• განთავსება საოჯახო სასტუმროში. 2 დღიან ტურის შემთხვევაში.

ავტომობილები არის 7 ადგილიანი ფასები გათვლილია ერთ პერსონაზე.
-- დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ მომმართოთ პირადად სიამოვნებით გიპასუხებთ:

სხვა ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტური შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მანქანაში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია.

MAIL: Georgia.express.

TEL: ან .

მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ

მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.

რა ვნახოთ

  • სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
  • ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
  • სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
  • ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
  • შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.

მცხეთა: გზამკვლევი
მცხეთა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება მცხეთას?
სვეტიცხოველი, სამთავრო და ჯვარი 3–4 საათში ჯდება. შიომღვიმის დამატებით — მთელი დღე.
როგორ ავიდე ჯვრის მონასტერზე?
მანქანით ან ტაქსით ქალაქიდან დაახლოებით 15 წუთია, გზა მოასფალტებულია. ფეხით ასასვლელი მოხერხებული ბილიკი არ არის.
ღირს თუ არა მცხეთაში ღამის გათევა?
თბილისიდან ერთ დღეში ჩამოსვლა ადვილია, მაგრამ საღამოს, როცა ავტობუსები მიდის, ძველი ქალაქი მშვიდდება და ნათებული სვეტიცხოველი ძალიან ლამაზია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი, ძველი ქალაქი პატარაა და ფეხით იოლად შემოივლით. ბავშვებს მოსწონთ ჯვრიდან ხედი და მდინარის ნაპირზე გასეირნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.