დღიანი ტური სტამბულში (- მარტი)

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0; Biologg · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა3
ტურის ტიპიკულტურული ტურები
ID28167

ტურის შესახებ

სტამბული – ქალაქი ევროპის და აზიის გასაყარზე. :*
------------------------------------------------------------------------

ტურის განრიგი:

06:00 საათზე გაფრენა თბილისის საერთ. აერ-დან.
07:45 საათზე ჩაფრენა სტამბულში, ათათურქის აეროპორტში. (თურქეთის დროით).
დაბინავება სასტუმროში. 09:00 საათზე ვიწყებთ ტურს. მოვინახულებთ:

1) აია სოფია ( მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ. აქ შესვლისთანავე გიჩნდებათ გრანდიოზულობის განცდა)
3) სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ლურჯი მეჩეთი (ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც ისტორიულად კონსტანტინოპოლი ეწოდებოდა. მის გარშემო შემოვლებული კედლები ლურჯი ფილებითაა მოპირკეთებული. )
4) ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური - ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი)
5) სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი
6) წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სწორდ იქ ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.)

18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

საუზმე - 09:00 საათზე.

1) დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.
2) უძველესი საათების მუზეუმი
3) ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ქალაქის ეს ადგილი ცენტრალური ჰაბია ტურისტებისთვის)
4) გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
5) გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)
6) ეგვიპტური სუნელების ბაზარი (რაჰათ-ლუქუმისა და ნაირფერი სუნელების მთები, თურქული ჩაისა და ყავის დახლები და ფერად-ფერადი ჩირები. ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულები, აბრეშუმისა და მოხატულ-მოქარგული სელის ფარდაგები.

19:30 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება. (თავისუფალი დრო

საუზმე - 09:30 საათზე.

1) წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
2) მსოფლიო საპატრიარქო

14:00 საათიდან - თავისუფალი დრო.

23:55 საათზე გამოფრენა თბილისისკენ (თურქული დროით)
03:20 საათზე დაბრუნება თბილისში (ქართული დროით)

1) ავიაბილეთი ორივე მიმართულებით
2) ტრანსფერი (ათათურქის აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით)
3) სასტუმრო ქალაქის ცენტრში -
4) საუზმე
5) კვალიფიციური გიდი

-------------------------------------------------------------------------------

ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ შეგიძლიათ როგორც საზღვარგარეთის პასპორტით, ასევე აიდი ბარათით სარგებლობა.

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.