კაბადოკია ივნისიდან,კაპადოკია
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Arild Vågen · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
,,კ ა ბ ა დ ო კ ი ა"
კაბადოკია - ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი. ♥
შეხვდი გიორგობის დღესასწაულს წმ. გიორგის სამშობლოში.
ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან მომსახურეობას და მაქსიმალურ კომფორტს, რათა თქვენი მოგზაურობა იყოს საინტერესო, შთაბეჭდილებით სავსე და სასიამოვნო ისტორიულ კაბადოკიაში - დიდმოწამისა და ძლევამოსილის წმინდა გიორგისა და მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სამშობლოში.
--- „კაპადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანთათვის.“
,,მოინახულეთ და მოილოცეთ მსოფლიოს VIII საოცრება"
ტურის მარშუტი:
• პირველი დღე: ბათუმუმი არფის საბაჟო რაბზონი
06:00 გასვლა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით
10:00 - 11:00 საბაჟოს პროცედურები
გამგზავრება ტაო-კლარჯეთისკენ. ქალაქ ტრაბზონში, გავჩერდებით სასტუმროში ღამის გასათევად.
21:00 დაბინავება ტრაბზონში 3* სასტუმროში. ღამისთევა.
• მეორე დღე:
10:00 დაბინავება 3*-4* სასტუმროში, საუზმე (დასვენება 4 - 5 საათი)
15:00 - 20:00 მოვინახულებთ Goreme-ს ღია ცისქვეშ მუზეუმს, მონკის ხეობას, სადაც თქვენ იხილავთ მსოფლიოში ცნობილ, მომაჯადოვებელ კრატერებს, Uchisar-ს და ბუნებრივ კლდოვან ციხე-სიმაგრეებს.
21:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. (ვისაც სურს Turkish Night-ზე წასვლა 21:00 – 00:00)
• მესამე დღე:
08:00 საუზმე სასტუმროში
09:00 - 19:00 გავემგზავრებით Ihlara-ს ხეობაში, სადაც ვნახავთ რამოდენიმე ეკლესიას, შემდეგ გავემგზავრებით Derinkuy-ში, სადაც მოინახულებთ მიწისქვეშა ქალაქს.
20:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.
• მეოთხე დღე:
07:00 საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ "გიუზელრუთს" – ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი სამონასტრო კომპლექსი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, საცხოვრებელი ოთახებით, სატრაპეზოებით, კელიებით, მიწის ქვეშა მცირე საცხოვრებლებით, მთავარი ტაძარი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) სახელობისაა. კაბადოკიაში ტური დასრულდება ურგუფში 2 საათიანი Shopping-ით.
გამომგზავრება ტრაპზონის მიმართულებით. ღამისთევა ტრაპზონში 3* სასტუმროში.
• მეხუთე დღე:
07:00 საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ ვეწვევით სუმელას სამონასტრო კომპლექსს, ვნახავთ მცირე აია სიფიას ტაძარს.
დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
• ჩვენ არ გთავაზობთ საერთო ნომრებს და დაბალი კლასის მომსახურებას.
• ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 7 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის..
- 1 ადმიანი 7 -ზე მეტის შემთხვევაში. 3* და 4* სასტუმრო კვებით.
- ან 550 ლრი ოთხი ღამე სასტუმრო ,,კვებით".
- ან ოთხი ღამე ხუთი დღე ,,კვებით''
-- გარანტისა გაძლევთ დაღლას ვერ იგრძნობთ.
- ჩვენი დევიზია დაბალი ფასები მაღალი მომსახურება:
• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ!!! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
ტრანპორტირება კომფორტული ვიპ-კლასის მიკროავტობუსით ან ვიპ-კლასის მინივენით;
ღამისთევა 3* სასტუმროში ტრაბზონში -- 1 ღამე
ღამისთევა 4* სასტუმროში კაბადოკიაში -- 2 ღამე;
ღამისთევა 3* სასტუმროში ტრაპზონში -- 1 ღამე
ერჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა
სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;
მუზეუმებში, ტაძრებსა და მიწისქვეშა ქალაქებში შესასვლელი ბილეთები (მოსაკრებელი).
ალკოჰოლური სასმელი
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ.თბილისი, მუშტაიდის ბაღი (მატარებელთან შესასვლელი). 05:30 სთ-ზე და გასვლა 06:00 საათზე.
-- შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ. გორი, მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.
.
დამატებითი ინფორმაცია
• ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
• კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - კაბადოკია - თბილისი 3200 კმ.
• ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 7 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!
• სარფის საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 24 სთ.
• საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.
• პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
• 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
• შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.