ერთ დღე ყაზბეგში - თოვლიანი გერგეთის სამება
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
განრიგი: თბილისიდან (რუსთაველი,სასტუმრო რედისონის წინ, კერძოდ ველოსიპედიდან) გავალთ სტეფანწმინდის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც გადმოჰყურებს არაგვსა და ჟინვალის წყალსაცავს. გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.) და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით. მოვინახულებთ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმს (ყაზბეგი).
სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი) გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.
შემდეგ დავბრუნდებით თბილისისკენ და სურვილისამებრგზად ფასანაურში დავსხდებით რესტორანში და ავღნიშნავთ ჩვენს სასიამოვნო დღის დასასრულს.
1. ტრანსპორტირება
2. გამყოლი
3. ფოტოგრაფი
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტურის დასაწყისი - 07:00
ტურის დასასრული - 23:00
ტურის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 16 ადამიანი (თუკი ჯგუფი არ შედგა გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს).