ველოტური ფშავ-ხევსურეთში
ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
1. ველოსიპედებით უზრუნველყოფა
2.მიკროავტობუსით მომსახურება ( გასვლა და დაბრუნება თბილისში)
3.დამცავი აღჭურვიობა
4.გიდის ( ინსტრუქტორის ) მომსახურება
5.კომფორტული ველომზიდი ( მისაბმელი ) მათთვის ვისაც მოყავს საკუთარი ველოსიპედი.
ტურის აღწერა
8:30_სთ თბილისიდან მივემგზავრებით მიკროავტობუსით ხევსურეთის მიმართულებით .
12:00_სთ . ათწუთიანი ინსტრუქტაჟის შემდგომ, წესების დაცვით,ბარისახოდან ველოსიპედებით ვიწყებთ მსვლელობას ჯინვალის წყალსაცავის მიმართულებით. მთელს მონაკვეთზე გამოგვყვება მიკროავტობუსი დაღლის შემთხვევაში შეგეძლებათ ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ ტური. ასევე გზად რამდენჯერმე მცირედით შევისვენებთ. . (სოფ.თვალივი ) სადაც საშვალება გვექნება მოვაწყოთ პიკნიკი.
ფინიში: სოფ. ჩინთი
17:30_სთ მიკროავტობუსით ვბრუნდებით თბილისში.
.ტურის ხანგრძლივობა 1 დღე
.ველოსიპედით გასავლელი მანძილი 50კმ
საკუთარი ველოსიპედის შემთხვევაში
გასათვალისწინებელი პირობები წესები რომელსაც ვემორჩილებით:
1. სრულად ვითვალისწინებთ და ვემორჩლებით ისნტრუქტორის ( რჩევებს და ინსტრუქტაჯს ) წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტთ მონაწილეობას!
2. არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
3. საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად
4. წამოსვლისას არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე, ხოლო სრულწლოვნებმა უნდა იქონიოდ პირადობის მოწმობა!
გზის სირთულე მარტივი გრუნტის 85% გზა ნაწილობრვ ასფალტის 15%
ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ, თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე!
მიმღები: ბექა ირემაშვილი
გთხოვთ თანხის გადახდამდე გადვიკავშირდეთ.
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.