ფოთოლ-Jumping
ფოტო: Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ის რაც არავის გაუკეთებია ში ფართო მაშტაბებისთვის... არადა უცხოეთში ბევრი მიმდევარი ყავს. ჩვენც გვინდა დავნერგოთ ეს საყვარელი გართობა ჩვენთან. არარსებობს ადამიანი ვისაც არ უყვარს შემოდგომით ფოთლებზე სიარული და ხრამუნი. ახლა წარმოიდგინეეეეთ ბეეეეეეეევრი ფოთლების გროვა რომელშიც შიგნით ეფლობით. ♥ დიახ ჩვენ ეს შეგვიძლია ^_^
ბევრი შემოდგომა, ფოთლები, სიყვითლე, ფერები, სითბო, მხიარულება და ბევრი „ფერადი„ ადამიანები.
� ტურის ხანგრძლივობა1 დღე �
� მიმართულება - საგურამოს ტყე
ტურის მოკლე აღწერა
მივდივართ წინასწარ დანიშნულ ადგილას,
ვაგროვებთ ბევრ ფოთოლს ( " ბრეზენტზე, დიდ ცელოფნებში ა.შ )
ვყრით წინასწარ გამიზნულ ადგილას და შემდეგ იწყება ყველაფერი. ♥
გასავლელი მანძილია დაახლოებით 3 კმ
გზის სირთულე - მარტივი
ტურის ღირებულებ:
თანხა მოიცავს:
� შებერტყილ Staff-ს,
� მხიარულ მგზავრობას
� ლანჩ-პაკეტს
� გასართობ პროგრამებს
� ფოტო/ვიდეო გადაღება
ივენთის ლინკი
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.