11 დეკემბერსს, ---,,გამოგვყევი და აღმოაჩინე ---Follow us and Discover Georgia''—გთავაზობთ ერთ დღიან სათავგადასავლო-ექსტრემალურ ტურს გუდაურში ზამთრის სეზონის გრანდიოზულ გახსნაზე.
11 დეკემბერსს, დილის 07:00 საათზე თბილისიდან გავემართებით გუდაურისკენ. გზად მოვინახულებთ: თოვლიან ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლს, ჟინვალის წყალსაცავს და გუდაურის პანორამულ ხედებს. ჩავალთ გუდაურში და საშუალება გექნებათ გაატაროთ დაუვიწყარი ემოციებით აღსავსე ერთი დღე მეგობრებთან ერთად გუდაურში.
ტურის ღირებულება შეადგენს:.
ღირებულებაში შედის:
---მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
---პროფესიონალი გამყოლი
---ფოტო-ვიდეო გადაღება
---ქართულენოვანი გიდი
---ფასდაკლება თხილამურებზე და მწვრთნელზე.
ტურის ღირებულებაში არ შედის კვება: საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად. სურვილის შემთხვევაში დღის ბოლოსთვის წინასწარ დავჯავშნით რესტორანს ფასანაურში ან მცხეთაში.
შეკრებისა და გასვლის დრო:06:30-დან-07:00-მდე. შეკრების ადგილი: დიდუბე, ,,სამთო ქიმიის შენობასთან''
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით თქვენ გელით მონატრებული ახალი თოვლი, უამრავი სხვადასხვა გასართობი შეჯიბრებები, სახალისო აქტივობები, წარმოდგენები, და ბევრი სიურპრიზი. საბაგირო უფასოდ იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში 10:00-დან 17:00-მდე. შეგეძლებათ დილიდანვე ისიამოვნოთ სრიალით. გუდაურში ყველას შეუძლია დაიპყროს თავისი მწვერვალი!
სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: -გიორგი-ან მოგვწერეთ კომპანიის Facebook გვერდზე:
გამოგვყევი, საკუთარი თვალით ნახე, აღმოაჩინე და შეიყვარე -,,Follow us and Discover Georgia''-სთან ერთად!


