national delicacy

ტური ყაზბეგის მთიან რეგიონში

  • ID: 246
  • ნახვები: 30485
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

08:00-გასვლა თბილისიდან

09:00-ანანურის ციხე-სიმაგრე (საუზმე)

10:15-ყაზბეგი

12:30-გერგეტის სამება

14:00-ლანჩი

17:00-დარიალის ხეობა

22:30-თბილისი

დილიდან გავემგზავრებით საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მთიან რეგიონში, ყაზბეგში. გზად მოვინახულებთ ანანურის ციხესიმაგრეს, რომელიც მდინარე არაგვისა და ჯინვალის წყალსაცავის შესანიშნავ ხედებს აერთიანებს. ასევე გზად დავაგემოვნებთ უნიკალურ მჯავე წყლებს.

ყაზბეგში ჩასვლის შემდეგ, გავემგზავრებით გერგეტის სამების მიმართულებით, რომელიც ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია  საქართველოში. ის მდებარეობს მთის მწვერვალზე საიდანაც არაგვისა და მყინვარწვერის ულამაზესი ხედები იშლება. გზად გვექნება ლანჩი.

გერგეტის სამების შემდეგ, გეზს ავიგებთ დარიალის ხეობისკენ, სადაც საფეხმალო ბილიკით მოვინახულებთ დარიალის ულამაზეს ადგილებს, დარიალის ხეობის ახლად აშენებულ სამონასტრო კომპლექსს, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს და  გველეთის ჩანჩქერს, რომელიც თავისი სილამაზით არის სახელგანთქმული.

ბოლოს, დაუვიწყარი ემოციებით დატვირთულნი, დავბრუნდებით თბილისში.

ღირებულება ერთ ადამიანზე 15 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში შეადგენს 38 ლარს.

ღირებულებაში შედის:

• მგზავრობა სპრინტერის ტიპის მიკრო ავტობუსით

• ორჯერადი კვება

• პროფესიონალი გიდის მომსახურება.

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2 999 005; 577 980 879 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@myweekend.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00