ხადას ხეობა - კოშკების საუფლო
ფოტო: Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ამჯერად -ი მოინახულებს ხადას ხეობას.
მთიულურ დიალექტზე „ხადა“ მთიან ადგილს ნიშნავს. ასე ქვია მდინარეს, რომელიც ერთმანეთში ჩალაგებულ უთვალავ მთას შორის მოედინება და თეთრ არაგვს უერთდება. ხადას ხეობა გამორჩეულია ციხე-სიმაგრეების და სათვალთვალო კოშკების სიმრავლით. როგორც ჩანს, მტრის შემოსევისას მთიულეთის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებული ხეობა იყო. ვახუშტი ბაგრატიონის წყაროებში მოხსენებულია, როგორც „ადგილი კლდოვანი და სამოც კოშკოვანი“
ტურის ხანგრძლივობა1 დღე ⌛
დასა-Check-ინებელი ადგილები
✔ სოფელ წკერეში აგებული კოშკები ზღვის დონიდან 1880 მ.
ხადას 2 ჩანჩქერს
✔ ბეგოთკარი - კომპლექსი წარმოადგენს ხადას ხეობის მთავარ სალოცავს და იწოდება, როგორც „მთავარმოწამე“.
✔ შავი და თეთრი არაგვის შესართავი
✔ ულამაზესი ბუნების ხედები
- გასავლელი მანძილი - 4-5კმ
- საათი - 7:00 AM (თუ ვინმეს რამე მოუვიდა გზაში დავუცდით თუ კარგ ხასიათზე ვიქნებით)
- ჩამოსვლა - ღამის 23:59 სთმდე
➤ ჩვენი რეკვიზიტები
1) TBC Pay-ით გადახდის შემთხვევაში
პირადი ნომერი: 47
2) ანგარიშიდან გადმორიცხვის შემთხვევაში TBC - ბანკის ანგარიშზე.
თანხა მოიცავს:
⚫ შებერტყილ Staff-ს;
⚫ მხიარულ და უსაფრთხო მგზავრობას;
⚫ "სერიოზნი" ფოტოგრაფს;
კვება - ინდივიდუალურად მოგვაქვს ყველას საკვები.
თუ სურვილი იქნება დაბრუნების დროს, ფულს შევაგროვებთ და ფასანაურის ხინკალსაც დავაგემოვნებთ.
ივენთის ლინკი
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.