სეზონის ბოლო ტური თუშეთში! სექტემბერი
ფოტო: Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
სეზონის ბოლო ტური თუშეთში!
3 დღიანი ტური
ტურის აღწერა:
I დღე:
05:00 სთ-ზე ვიკრიბებით და გავდივართ სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიიდან
1.აბანოსუღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ. ბულანჩოსწვერისა და დიდგვერდის მთებს შორის)
2.ომალო (ომალოს მუზეუმი და ფოტოგალერეა)
3.შენაქო (სამების ეკლესია)
4.დიკლო
5.კესელოს ციხე
მირგველა (დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმრო)
II დღე:
1.დართლოს
2.კვავლოს ( 600-700 მ ფეხით სასიარულო,აღმართზე,მაგრამ არა რთული)
3.ფარსმა
4.ჭეშო
5.სასაზღვრო სოფელი გირევი
დაბრუნება სასტუმროში (ვახშამი და გემრიელი დროს ტარება)
III დღე:08:00 ვიღვიძებთ, საუზმის შემდეგ მოვინახულებთ
1. ბოჭორნა (ყველაზე მაღალი სოფელი)
2.დოჭუ
3.ჯვარბოსელა
ტურის დასასრულს გამომგზავრება თბილისში
• მგზავრობა დელიკებით
• სასტუმროში განთავსება
• კარავში განთავსება
**კვება ინდივიდუალური
***რჩევა: აუცილებლად მოგვაქვს თბილი ტანსაცმელიც!
phone/viber :
phone/viber :
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.