დღიანი სათავგადასავლო, დაუვიწყარი ტური თუშეთში, პერსონა
ფოტო: Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თუ ჯერ კიდევ არ გინახავს სამოთხე დედამიწაზე, თუ ჯერ კიდევ არ ჩაგისუნთქავს მთის ნაპრალებიდან, წამოსული სუფთა ჰაერი, მაშინ გამოგვყევი თუშეთში, დატკბი ულამაზესი ბუნებით და აღიბეჭდე თავგადასავლები!
არ გამოტოვო შანსი, ეზიარო ბუნების საოცრებას, დატკბე ულამაზესი სანახაობით, მოწყდე გარე სამყაროს და დაიტვირთო პოზიტივით….
Dream-Tours გთავაზობთ!
(3 დღე —- 2 ღამე.)
გაეცანი და ეზიარე მის ულამაზეს ბუნებას, Dream-tours თან ერთად, დატკბი მოგზაურობით, მხოლოდ ჩვენთან და დაელოდე სიურპრიზებს ჩვენი კომპანიისგან
ტურები ეწყობა ყოველი კვირის ბოლოს!
სეზონის დახურვამდე
1 დღე:
გასვლა თბილისიდან 05:00 სთ-ზე
პირველ დღეს მოვინახულებთ: (აბანოს უღელტეხილს, ომალოს, დიკლოს და შენაქოს)
ალავერდის ტაძრის მონახულება; აბანოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ); თუშეთის ტურისტული ცენტრი ომალოში; შენაქო; დიკლო: დაბინავება ,, სასტუმროში "ცენტრ ომალოში.
აბანოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ);
თუშეთის ტურისტული ცენტრი ომალოში;
შენაქო;
დიკლო:
დაბინავება ,,სასტუმროში” ცენტრ ომალოში.
მეორე დღეს მოვინახულებთ: ძველი ომალოს, კესელოს ციხეებს, დართლოს, კვავლოს, ფარსმას, გირევს და ჰეღოს.
2 დღე:
ომალო
დართლო
კვავლო
ფარსმა
გირევი –
ჰეღო
3 დღე:
მესამე დღეს მოვინახულებთ: დოჭუს, ჯვარბოსელს და ბოჭორმას.გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
მესამე დღე: ომალო
დოჭუ
ჯვარბოსელი
ილიურთა
ომალო
თბილისი
ტრანსპორტირება კომფორტული დელიკით (7 ადგილიანი); ორმაგი კონდიციონერით
ღამისთევა ომალოში, კეთილმოწყობილ სასტუმროში;
ორჯერადი კვება.
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ, ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე არ ბრუნდება კანონით გათვალისწინებული, რადგან ტური არ ჩაიშალოს ნასვამ მდგომარეობაში პირები ტურზე არ დაიშვებიან
ნასვამ მდგომარეობაში პირები ტურზე არ დაიშვებიან
ყველანი მივდივართ ჯგუფურად და მივყვებით გამყოლს, ვიცმევთ ყველანი მოხერხებულ ტანსაცმელს და სპორტულ ფეხსაცმელს, გირჩევთ თან იქონიოთ სათადარიგო ტანისამოსი და ფეხსაცმელი, თქვენივე კეთილდღეობისთვის ქალბატონებო, ნუ გამოცხადდებით მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით. წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ თქვენი ოცნება-ტურები ჩვენი გუნდი იზრუნებს თქვენს ამაღლებულ განწყობაზე ...
ვიცმევთ ყველანი მოხერხებულ ტანსაცმელს და სპორტულ ფეხსაცმელს, გირჩევთ თან იქონიოთ სათადარიგო ტანისამოსი და ფეხსაცმელი, თქვენივე კეთილდღეობისთვის ქალბატონებო, ნუ გამოცხადდებით მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით.
წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ თქვენი Dream-tours
ჩვენი გუნდი იზრუნებს თქვენს ამაღლებულ განწყობაზე…
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ტურზე.
facebook dream-tours
მიმღები შპს დრიმ ნ.გ
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.