გთავაზობთ ☛ მთისა და ზღვის დღიან ტურს, სექტემბერს.

ფოტო: Philipp Weigell · CC BY 3.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებააჭარა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID22454

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

• დაუვიწყარი მოგზაურობები გრძელდება ^_^

• შთამბეჭდავი სამი დღე მხოლოდ ^_^

• სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, სისხამ დილას დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, კაიმაღი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონები – თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ.

პირველი დღე: თბილისი - ბახმარო

ბახმარო

მზის ჩასასვლელი გორა (ვნახავთ გორიდან მზის ჩასვლას და დავტკბებით საოცარი ხედებით).

მეორე დღე: ბახმარო - გონიო - ბათუმი

მზის ამოსავალი გორა (ვნახავთ მზის ამოსვლას, რომელიც ზღვის დონიდან 2205 მეტრზე მდებარეობს და დავტკბებით ლამაზი ხედებით).

ვნახავთ ქედის გადასახვევთან მდებარე ჩანჩქერს.

გონიოს ციხეს

მწვანე კონცხს

ბათუმს

• სასტუმროში მისვლა და თავისუფალი დრო - 19:00 სთ დან.

მესამე დღე: ბათუმი - ქობულეთი - ფოთი - თბილისი

თავისუფალი დრო 13:00 სთ.

პარკი „ მინიატურებში“ (მდებარეობს ქობულეთში. კომპლექსი მოიცავს პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები).

ფოთის საკათედრო ტაძარი

პალიასტომის ტბა

• თბილისში ჩამოსვლა ღამის 24:00 სთ ზე.

• კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა.

• ბახმაროში კოტეჯები

• ბათუმში საოჯახო სასტუმრო

• გიდი

• ფოტოგადაღება.

წამომსვლელთა საყურადღებოდ:

• გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ

ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.

რა ვნახოთ

  • ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
  • ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
  • გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
  • მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
  • მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
  • პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.

აჭარა: გზამკვლევი
აჭარა

ხშირი კითხვები

რომელი ავირჩიოთ — ბათუმი, ქობულეთი თუ გონიო?
ბათუმი ქალაქის ცხოვრებისა და გართობისთვისაა, ქობულეთი — უფრო მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის გრძელი პლაჟით. გონიოსა და კვარიათში წყალი სუფთაა, სასტუმროები კი პატარა.
როდის არის ზღვა ყველაზე თბილი?
აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 25–26°. ივნისში წყალი ჯერ 20–22°-ია.
როგორ ჯობს წასვლა — მატარებლით თუ მანქანით?
მატარებელი კომფორტულია და ბათუმის ცენტრთან ჩერდება, მაგრამ ზაფხულში ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე იყიდება. მანქანით უფრო მოქნილი ხართ მთიან აჭარასა და გონიოში გასასვლელად.
რა ვნახოთ ზღვის გარდა?
ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი და მტირალას პარკი — ყველა ბათუმიდან ერთ საათამდე სავალზეა. სრული დღე თუ გაქვთ, აუყევით ხულოსა და გოდერძის გზას.
სად ვისრიალოთ აჭარაში?
გოდერძზე — ბათუმიდან დაახლოებით 2,5 საათში. კურორტი პატარაა, მაგრამ თოვლი ბევრი იცის და ხალხი გუდაურზე ნაკლებია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.