გთავაზობთ ორ დღიან ტურს "შატილობა" ხევსურეთში

ფასიფასი — მოთხოვნით
ID22428

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გთავაზობთ ორ დღიან ტურს ხევსურეთში

მარშრუტი - თბილისი - ბარისახო - შატილი - მუცო - თბილისი.

სახეობა : სათავგადასავლო, შემეცნებითი.

სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი.

კვება : ორივე დღეს ორჯერადი;

განთავსება : საოჯახო სასტუმრო, კარვები.

ხანგძლიობა: 2 დღე.

მანძილი: ერთი მიმართულებით: 165 კმ.

ტურის მოკლე აღწერა:

1 დღე - გასვლა თბილისიდან 8:00

ჟინვალის წყალსაცავი - კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი - დათვისჯვრის უღელტეხილი - ლებაისკარი - კისტანი - შატილი

2 დღე - შატილიდან გასვლა 10:00 - ანატორის აკლდამები - მუცო - (თუ ადრე გავალთ და ფეხით სიარულის სურვილი გექნებათ შეიძლება მუცოდან არდოტში გასეირნება, დაახლოებით 10 კმ ორივე გზა) - თბილისი

1. გუდანის ჯვარი, წარმართულიუ ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში. გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფ. გუდანში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების - საარაბულოს, საჭინჭარაულის, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.).

3. ანატორის ჯვარი, „წმინდა“ ნადირის (ჯიხვის, არჩვის, შვლისა და სხვ. გარეული ცხოველის) მფარველი ღვთაება ხევსურეთში. ამჟამად ცნობილია ასევე, როგორც მთავარანგელოზის სალოცავი. სამლოცველო აქვთ სოფელ შატილიდან 3 კმ-ის დაშორებით, ნასოფლარ ანატორში. იგი შატილიონთა საერთო სალოცავად ითვლება. შატილის უძველესი მცხოვრებნი — ანატორელნი ანატორის ჯვრის უნჯი ყმები იყვნენ. მათი თავკაცები შეადგენდნენ ამ სალოცავის ჯვარიონს. ანატორის ჯვარი ქისტების სალოცავიც იყო. მისი ნიში ქისტურ სოფელ ჯარეგოშიც იდგა. კულტს ენათესავება საქონლის მფარველი მეგრული ღვთაება ჟინი ანთარი და აფხაზური აითარა. ანატორის ნასოფლარი მოიცავს ერთმანეთზე მიჯრით ნაგებ, ქვის სიპებით თავშეკრულ აკლდამებს. გადმოცემით ეს აკლდამები ეკუთვნით ანატორელებს, რომლებიც ჟამს გაუწყვეტია ერთ-ერთი მათგანის მიერ ანატორის ჯვრის სალოცავის უდიერად მოპყრობის გამო.

4. მუცო, მდინარე მუცო-არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელში დღისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცოიყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველი შეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად ს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.