დღიანი დაუვიწყარი ტური სტამბოლში ნიკა წულუკიძე

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ტურის ტიპიკულტურული ტურები
ID2204

ტურის შესახებ

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა გაატაროთ დაუვიწყარი 5 დღე სტამბოლში ყველასათვის საყვარელ ნიკა წულუკიძესთან ერთად

ჯგუფში მხოლოდ 20 ადგილია, დარჩენილია რამოდენიმე ადგილი

ჩამოფრენა სტამბოლში.

ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში.

გასეირნება სულთან აჰმედის მოედანზე, წმ. სოფიოს ტაძრის, ცისფერი მეჩეთის

ბაზილიკა-ცისტერნის და რომის იპოდრომის დათვალიერება. თავისუფალი დრო.

საუზმე

ექსკურსია ოსმანთა რეზიდენციად წოდებულ ტოპკაპის სასახლეში და არქეოლოგიურ მუზეუმში. გრანდ ბაზარის დათვალიერება, რომლის ისტორია იწყება მე-XV საუკუნიდან. თავისუფალი დრო.

საუზმე

2 საათიანი საზღვავო გასეირნება ბოსფორის სრუტეზე, საიდანაც იხსნება არაჩვეულებრივი ხედები დოლბამახჩესა და იალდიზის სასახლეებზე, კირაგან პალასსა, ორტაკეის და სულეიმანის მეჩეთზე, ბოსფორის ხიდზე. ეგვიპტის (სუნელების და ტკბილეულების) ბაზარი. თავისუფალი დრო

საუზმე

ბორანით გამგზავრება პრინცის კუნძულებზე. დასვენება და თავისუფალი დრო კუნძულზე, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა, რადგან არ არსებობს საავტომობილო მოძრაობა. კუნძულის დასათვალიერებლად თქვენ შეგიძლიათ დაიქირავით ველოსიპედი ან ეტლი.

დაბრუნება სტამბულში.

დოლმაბახჩეს სასახლის დათვალიერება.

საუზმე

ტაქსიმის მოედანი, სასტუმრო „პერა პალასი“-ს დათვალიერება, სადაც აგათა კრისტიმ დაწერა „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ , გალათას კოშკის მონახულება, უმანკოების მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გასეირნება ისტიკლალზე.

თავისუფალი დრო.

ტრანსფერი აეროპორტში

✔ ავია ბილეთები (თბილისი-სტამბული-თბილისი)

✔ სასტუმრო ძველი სტამბოლის ცენტრში Art City Hotel 3* ✔საუზმე

✔ტრანსფერი: აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი

✔ტურში მითითებული ყველა მუზეუმის ბილეთები

✔ბოსფორისა და პრინცების კუნძულის ბილეთები

✔ სამოგზაურო დაზღვევა,

შესაძლებელია ჩვენთან განვადებით სარგებლობა.

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.