national delicacy

ერთი გასართობი დღე სიონზე

  • ID: 21796
  • ნახვები: 9467
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/08/16
    დაბრუნება
    • 14/08/16
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ დააღწიოთ ერთი დღით სიცხეს თავი და გაგრილდეთ . გაატაროთ დასამახსოვრებელი დღე ჩვენთან ერთად ♥ 

გასვლა: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდის წინ, დილის 08:00 საათი

ფასი: 20 ლარი (ჩვენი ფონდის, "+1 მინიმუმის" ჩათვლით
https://www.youtube.com/watch?v=B91hSRJd6K0)

ფასი მოიცავს: ტანსპორტირებას, გამყოლს, სამწვადეს, ლავაშს და სიმინდს, გაზიან სასმელებს.

დანარჩენი მცირე საკვები და ალკოჰოლური სასმელი ცოტ-ცოტა ყველას მიგვაქვს .

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ. ჩარიცხვის ბოლო დღე გახლავთ 12 აგვისტო! 

თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
12001090962
მიმღები: ლელა წიკლაური

ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით
593 22 57 20 .

ჩაიცვით მოხერხებულად, სპორტულად, სხარტულად.

წამოიღეთ საცურაო კოსტუმი , მზის სათვალე და ქუდი, კრემი, ჭილოფი, პირ-ტან-სახოცი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. პირადი არაერთჯერადი ჭურჭელი. ვისაც სურვილი გაქვთ და თან სურვილთან ერთად ანკესი, წამოიღეთ და ითევზავეთ.
თუ ვინმე უკრავთ და მღერით წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი. კეთილი გული და კარგი განწყობა არ დაგრჩეთ ^_^ 

და რას გავაკეთებთ?
ჩავალთ და დავბანაკდებით გრილ ადგილას , ერთი-ორ კარავს გავშლით ბარგისთვის, გამოსაცვლელად და საკვებისთვის, ასევე გავჭიმავთ ჰამაკს. ვითამაშებთ ბურთს, ფრიზბის, ლახტს. ვიბანავებთ, დავიზაგრებით, გადავიღებთ ფოტოებს, საღამოსკენ შევწვავთ მწვადს და სიმინდს და ვიქეიფებთ გემრიელად. ♥ 
ასე გემრიელად დავასრულებთ ერთ ლამაზ დღეს და შინ მშვიდობით და კარგი მოგონებებით დახუნჭლულბი დავბრუნდებით ♥ 


♥წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

593 22 57 20 ლელა
555 94 20 01 თენგო

შენიშვნა : ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! . სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს....
dagvimegobrdit facebookze : მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი hikingclubphoenix

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/08/16
    დაბრუნება
    • 14/08/16