national delicacy

ორდღიანი ტური ხევსურეთში

  • ID: 21521
  • ნახვები: 6878
complogo
Effect Tour Georgia
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/17
    დაბრუნება
    • 07/10/17
დამატებითი ინფორმაცია

თუ დაგღალათ თბილისურმა ერთფეროვნებამ და არ იცით სად გაატაროთ დასამახსოვრებელი წუთები, შემოგვიერთდი ყველაზე პოზიტიურ და სათავგადასავლო

ჯიპ ტურზე და შეიგრძენი ხევსურული თავისუფლება.
ტურის განრიგი

დღე 1 – გამგზავრება შატილის მიმართულებით –  კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი – ლებაისკარის ციხე -კისტანის ციხეები – შატილი და ტურის ყველაზე საინტერესო მომენტი … კოცონი – მწვადი – გართობა – სიმღერა – ახალი მეგობრები – სათავგადასავლო და ინტელექტუალური თამაშები … ღამისთევა შატილში კარვებში/ საოჯახო ტიპის სასტუმროში.  ფეხით სავალი მონაკვეთები: ლებაისკარზე 300 მეტრი, კისტანზე 800 მეტრი.

კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. ექსპონატთა რაოდენობაა 456 ერთეული. მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას; შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს, ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებს;

დღე 2 – შატილის დათვალიერება – ანატორის აკლდამები – მუცო –არდოტი – გამომგზავრება თბილისში;

მუცო– სოფელი, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის; ფეხით სავალი მონაკვეთები: მუცოზე 1000 მეტრი.

ტურის სახეობა: სათავგადასავლო – შემეცნებითი:

მარშრუტი: თბილისი – მცხეთა – შატილი-მუცო – არდოტი-თბილისი;

ხანგრძლივობა: 1 ღამე / 2 დღე; 

სატრანსპორტო საშუალება: mitsubishi delica

განთავსება: სასტუმრო / კარავი;

ტურის ღირებულებაა 90 ლარი

ფასში შედის : 

ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით

- ინსტრუქტორი/სამთო გამყოლი 

- წარმომადგენელი კომპანიიდან

- განთავსება – კარავში (სასტუმროში განთავსების შემთხვევაში გვაცნობეთ ერთი კვირით ადრე)

- პირველადი სამედიცინო დახმარება:

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: T  599 54 97 98 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე80.00
Effect Tour Georgia
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/17
    დაბრუნება
    • 07/10/17