ყოველკვირეული ტურები თუშეთში
ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
და 2 დღიანი ტური თუშეთში
ტური განსახორციელებლად უნდა შეგროვდეს მინიმუმ 6 ადამიანი
ტურის პროგრამა:
დღე 1:
გასვლა დილის 4:00 საათზე, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან.
გაჩერება კახეთში და პიკნიკი.
I. ომალოში პიკნიკი.
II. მოვინახულებთ ზემო ომალოს და კესელოს კოშკებს.
III. დავიძრებით დიკლოს მიმართულებით და გზად მოვინახულებთ შენაქოს.
IV. დაბრუნება ომალოში
V. დაბანაკება ომალოში.
VI. კვება
პიველ ღამეს ვათენებთ ომალოში
დღე 2 :
განრიგი:
I. დილის კვება.
II. დავიძრებით 12:00 სოფელი ბოჭორმას მიმართულებით რომელიც ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია ევროპაში.
III. დავიძრებით დართლოს მიმართულებით და მოვინახულებთ დართლოს.
IV. პიკნიკი დართლოში.
V. გამომგზავრება თბილისში.
VI. დაბრუნება თბილისში.
__________________________________________
ტრანსპორტირება კომფორტული ავტმობილით Mitsubishi Delica - ით
კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგი(პარალონი).
კვება.
გამყოლი.
ფოტოგრაფირება.
• დრონის მომსახურება
ტური განსახორციელებლად უნდა შეგროვდეს მინიმუმ 6 ადამიანი
__________________________________________
ალკოჰოლი.
საოჯახო და სხვა სახის სასტუმროები.
შესაძლებელია პერსონამ მოითხოვოს სასტუმროში ღამის თევა
ამ შემთხვევაში ტურის საფასურს ემატება ერთი ღამით კვების გარეშე.
უნდა ჩარიცხოთ თი-ბი-სი ბანკისს ანგარიშზე:
თანხის ჩარიცხვის შესახებ გვაცნობეთ SMS შეტყობინებით ქვემოთ მითითებულ ნომერებზე
თბილისის და მცხეთიდან ფარგლებში სახლიდან წამოყვანა და ტურის დამთავრებისას სახლებში მიყვანის სერვისით !
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.