და PR აკადემია გთავაზობთ დღიან გასვლით ტრენინგს ორგანიზაციულ მენეჯმენტში

ფასიფასი — მოთხოვნით
ID19350

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტრენინგი ორგანიზაციულ მენეჯმენტში განკუთვნილია საჯარო სამსახურების, კერძო ბიზნესისა და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ მართვის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები, შექმნან ჯანსაღი კორპორაციული გარემო და აწარმოონ წარმატებული საქმიანობა.

ტრენინგ-პროგრამის აღწერა

• მართვის არსი, ამოცანები და მეთოდოლოგიური საფუძვლები

• მენეჯმენტის ტიპები (ადამიანური რესურსები, ხისტი და რბილი მმართველობის სტილი, ძველი და ახალი)

• თანამშრომლების მოზიდვა, შერჩევა, ადაპტაცია, კარიერის მართვა, მოტივაცია, შენარჩუნება

• პერსონალზე მოქმედი მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები, მაქსიმა - "განსხვავებული ადამიანები იმართებიან სხვადასხვაგვარად"

• პერსონალის შერჩევის და შეფასების კრიტერიუმები ორგანიზაციაში, ინდივიდუალური მიდგომები, მართვის თანამედროვე სტილი

• გუნდი და გუნდური მუშაობა, დადებითი და უარყოფითი ფაქტორები

• დროის მართვა ორგანიზაციაში

• ორგანიზაციის ეფექტიანობის მატრიცა

კურსის ხანგრძლივობა 15 სთ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა PR აკადემიის ორენოვანი სერთიფიკატი.

• ტრანსპორტირება თბილისი-ქუთაისი-თბილისი

• ღამისთევა სამჯერადი კვებით სასტუმრო გელათი

• ტრენინგ-პროგრამის საფასური

• ექსკურსიები სამი დღის განმავლობაში (გელათი, ბაგრატი, მოწამეთა, მარტვილი, პრომეთე)

• გიდის მომსახურება

ტრენინგ-პროგრამაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია 18 კაცამდე.

დაჯავშნის შემთხვევაში შეავსეთ ეს ფორმა

გადახდა წარმოებს ინვოისის საფუძველზე სამი დღით ადრე თანხის 30% ან 1 დღით ადრე მთლიანი თანხის გადარიცხვით.

კურსს გაუძღვება ზაზა ქოიავა - სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. სერტიფიცირებული ტრენერი ლიდერობაში, Couching-სა და მენეჯმენტში, ნეირო ლინგვისტური პროგრამის (NLP) ქოუჩინგის სერტიფიკანტი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი.

(PR აკადემია)

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.