national delicacy

ერთ კვირიანი ბანაკი ფშავ-ხევსურეთში (+995) 598 978998 გიორგი

  • ID: 19287
  • ნახვები: 8845
complogo
Nature Taps
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/08/16
    დაბრუნება
    • 09/08/16
დამატებითი ინფორმაცია

1) რა ადგილების მონახულება და რა აქტივობების გამართვა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში?
- ალპინიადა ტარდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის** მიხედვით:
დღე I - თბილისიდან გასვლა ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით, რეგიონში მდინარე მათურას ხეობაში ჩასვლა და ბანაკის გაშლა, საღამოს საათებში ჩვენ გთავაზობთ გრანდიოზული ივენთის გახსნას რითაც ძალიან ნასიამოვნები დარჩებით (ამ ყველაფერს სურპრიზის სახით დავტოვებთ); 
დღე II - ლაშარის ჯვრის მონახულება და მოკლე ისტორიული ექსკურსია;
დღე III - თამარის ხატის კომპლექსის მონახულება;
დღე IV - თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები;
დღე V - უკანა ფხოს სალოცავების მონახულება;
დღე VI - ლაშქრობა ბორბალოს მთაზე;
დღე VII- აბუდელაურის: მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბების მონახულება, საღამოს თბილისში დაბრუნება.
2) რა აღჭურვილობა დამჭირდება ალპინიადაში მონაწილეობის მისაღებად?
-- ჩვენი ტურისტული კომპანია სრულიად უზრუნველყოფს თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტის შექმნას: კომფორტული სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას (თბილისი - ფშავ-ხევსურეთი <---> ფშავ-ხევსურეთი - როშკა - თბილისი), კარვებში განთავსებას, პარალონებს (იგივე კარიმატი** - საძილე ტომარის ქვეშ დასაფენი), სუპერ კვებას დღეში სამჯერ, თეორიული და პრაქტიკულ მეცადინეობებსს, სამედიცინო დახმარებას. 
!!!! ხოლო თქვენ გევალებათ და აუცილებელია თან იქონიოთ საკუთარი პირადი აღჭურვილობა: 
1) - ზურგჩანთა - რეკომენდირებულია მამაკაცებისთვის 60-80 ლ. მოცულობის, ხოლო მანდილოსნებისთვის - 35-50;
2) - ფეხსაცმელი - მაღალყელიანი, წყალგაუმტარი და რეფლირებული ძირით, სამთო ან ე.წ. ტრეკინგის სქელ ძირიანი ფეხსაცმელი;
3) - სათვალე - დამუქებული, ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების დასაცავად;
4) - ტანისამოსი - წყალგაუმტარი სპორტული შარვალი ან კომბინიზონი (რეკომენდირებულია გამოსაცვლელი შარვლის ქონა), საწვიმარი, თბილი ზედა, წინდა, თავსაფარი თბილი და მზისგან დამცავი;
5) - გარუჯვის საწინააღმდეგო კრემი - არანაკლებ 15 ფაქტორიანი კრემი;
6) - ჯამ-ჭურჭელი - ჯამი, კოვზ-ჩანგალი, ჭიქა, წყლის შესანახი ჭურჭელი 1ლ. მოცულობის (მათარა ან ბოთლი);
7) - ფარანი - რეკომენდირებულია თავზე დასამაგრი ფარანი (დამატებით ელემენტი, ფარანის კვების ელემენტის დაცლის შემთხვევაში);
- სხვა ტანისამოსი და პირადი ჰიგიენის ნივთები.✔ ახლა კი ვისაუბროთ კვებაზე: *** მენიუ **** ✔- მწვადი ღორის/ქათმის; ✔- სარდელი; ✔- ქათმის ფილე; ✔- ნატურალური წვენი; ✔- ძეხვი; ✔- სასიკი; ✔- მდოგვი: ✔- კეჩუპი: ✔- მაიონეზი; ✔- ტყემალი; ✔- კარტოფილი შემწვარი/მოხარშული; ✔- პიურე; ✔- კატლეტი; ✔- მოხარშული სიმინდი;✔- გრეჩიხა; ✔- მაკარონი; ✔- ლობიო; ✔- მწნილი; ✔- პური; ✔- კიტრი; ✔- პომიდორი; ✔- ვაშლის ჯემი/მურაბა; ✔- ყავა; ✔- ჩაი; ✔- კარაქი; ✔- ტკბილეულობა;     
რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას,
 საზაფხულო ბანაკში წამოსვლა შეუძლია 16 დან 35 წლამდე ნებისმიერ მსურველს, 18 წლამდე მიუღწეველ პირებისთვის საჭიროა მშობლის ნებართვა წერილობითი ფორმით და ორგანიზატორთან გასაუბრება. ✔ ანგარიშის ნომერი;* საბანკო კოდი: TBCBGE 22 * მიმღები: გიორგი ჩქარეული * ანგარიშის ნომერი: GE29TB7007145063600084 
☺ კონტაქტი:
✆ (+995) 598978998 გიორგი;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე100.00
Nature Taps
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/08/16
    დაბრუნება
    • 09/08/16