ოკაცი კანიონი -კინჩხას ჩანჩქერი სექტემბერი (% იანი )
ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; David1010 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კანიონი რომელიც წელს გაიხსნა... არის ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო...
მოეწყობილია კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა.
უშუალოდ კანიონამდე მისასვლელად ტურისტებმა კლდეში მოწყობილი საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიარონ. აღნიშნული ბილიკი მთის კონცხზე მდებარე გამშვებ პუნქტთან სრულდება. ამის შემდეგ დაახლოებით 300 საფეხურიანი ლითონის კიბეებით გზა კიდული ბილიკებისაკენ მიდის, რომელიც კლდეშია მოწყობილი.
მდინარე ოკაცი ასხის მთიდან მოედინება. მისი უძველესი – მილიონ წელზე მეტი ხნის და ულამაზესი კანიონის სიგრძე 16 კილომეტრამდეა. სიგანე ზოგ ადგილებში აღწევს 10-15 მეტრს, სიღრმე კი 50 მეტრზე მეტია. ბევრგან გადებულია ბუნებრივი ქვის ხიდი („ქვახიდა“), ერთი მათგანია „ბოგა“, რომლის ქვემოთ კანიონის სიღრმე 100 მეტრს აღწევს. კანიონს აქვს მღვიმეები,
07:00 ვიკრიბებით დიდუბის მეტროსთან (სამთო ქიმიის მოპირისპირე მხარეს)
• გორდი, სოფელი ხონის რაიონში. იგი მდებარეობს სამი მხარის იმერეთის, სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარზე.
• ლანჩი
• მდინარე ოკაცის კანიონი - მდინარე ოკაცი ასხის მთიდან მოედინება. მისი უძველესი – მილიონ წელზე მეტი ხნისაა
• კინჩხის ჩანჩქერი -რომელიც არის კასკადური და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის.
• პიკნიკი ბუნებაში
• 23:00 დაბრუნება თბილისში
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი-გამყოლის მომსახურეობა; დღეში 2 ჯერადი კვება.
შედის კანიონის მოსაკრებელი.
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.