national delicacy

პირიქითა ხევსურეთი 25-26 ივნისი

  • ID: 18429
  • ნახვები: 7123
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/06/16
    დაბრუნება
    • 26/06/16
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი , 25-26 ივნისს გთავაზობთ ორდღიან სათავგადასავლო განარნარებას იქ, სადაც ნამდვილი კოშკებია, სადაც ლეგენდები და მითები ცოცხლდებიან, სადაც ვაჟები დევებს იგერიებდნენ ოდეს ....იქ, საიდანაც გულგრილი არავინ ბრუნდება, ყველას ერთი ნახვით უყვარდება იქაურობა......ეს პირიქითა ხევსურეთია ♥ 

♥შეხვედრის დრო და ადგილი: 25 ივნისი , შაბათი . მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. შეკრება 07:30, გასვლა ზუსტად 08:00 ზე !

♥ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე

♥ტურის ღირებულება: 35 ლარი (ჩვენი ფონდის, +1 მინიმუმის ჩათვლით)

თანხის ჩარიცხვა:
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
12001090962
მიმღები: ლელა წიკლაური

ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 593 22 57 20 .
ბოლო დღე თანხის შეტანის არის: 23 ივნისი, ხუთშაბათი

♥ფასი მოიცავს : 
ტრანსპორტირებას
გამყოლის მომსახურებას
კარავს
(დანარჩენ ინვენტარსაც გათხოვებთ თუ არ გექნებათ )

♥მოვინახულებთ:
ჟინვალის წყალსაცავი
კორშა(ბოლო მაღაზია)
ბისო(ალუდას წყარო)
ხახმატი
დათვიჯვრის უღელტეხილი (წახემსება)
ლებაისკარის კოშკი
კისტანი
შატილი - მუცო - ანატორის აკლდამები, ლურჯი მთები, ანდაქი, გუროს ნაწვეთრები, ქაჩუს ციხე

♥რისკები, საფრთხეები: მეტისმეტი აღფრთოვანებისგან ფრთების გამოსხმა და "გაფრენა" :D ♥

♥რა წავიღოთ?

ზურგჩანთა გაძეძგილი 2 დღის სამყოფი საკვებით და სასუსნაოებით ^_^ ნახევარი ლიტრი წყალი. 
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი , საწვიმარი, რაიმე თბილი მოსაცმელი საღამოსთვის .ქუდი და სათვალე მზისგან თავდასაცავად. ცოტცოტა ჭაჭა ყველამ :) ცივა საკმაოდ ღამით...თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი, ან თუ ვინმე წერთ ლექსებს, წამოიღეთ და წაგვიკითხეთ ან ზეპირად ^_^ ღამე კოცონთან სიამოვნებით მოგისმენთ :) 

♥ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს....

♥რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო, მთის შესაფერისი ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი. რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. (წვეტასების ჩაცმა ისჯება კრემანციით (წვეტასების და არა პატრონის) 

♥გასათვალისწინებელი პირობები: 
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონატქეთ
593 22 57 20 ლელა
555 94 20 01 თენგო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/06/16
    დაბრუნება
    • 26/06/16