ტური მარტვილის კანიონებზე
ფოტო: Natia an · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გაატარეთ ზაფხულის ერთი დღე ბუნების საოცარ სამყაროში და მიიღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ^_^ დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით და გაერთეთ მეგობრებთან ერთად! :)
ტურის განმავლობაში თქვენ გექნებათ შანსი მიიღოთ მონაწილეობა სახალისო ვიქტორინაში და მოიგოთ მომდევნო ტურის საგზური
>>> ტურის დეტალები :
მარშრუტი : თბილისი - ოკაცეს კანიონი - მარტვილის კანიონი - დადიანების სასახლე - თბილისი
სანახავი ობიექტები:
ოკაცეს კანიონის ულამაზესი პანორამა კიდული ბილიკით
მარტვილის კანიონი
დადიანების სასახლის რეზიდენცია
ტურის სახეობა : შემეცნებით–სათავგადასავლო
სატრანსპორტო საშუალება : კომფორტული სატრანსპორტო საშუალება
ხანგრძლივობა : 1 დღე (გასვლა 07:00 სთ. ვარდების მოედნიდან (ველოსიპედის წინ)).
• ტრანსპორტი
• ფოტო-ვიდეო გადაღება
• გამყოლი
• გიდი
• პირველადი სამედიცინო დახმარება(საჭიროების შემთხვევაში)
შენიშვნა !
კანიონების ტერიტორიაზე შესასვლელი მოსაკრებელი (, სტუდენტებისათვის-)
დადიანების სასახლეში შესასვლელი ბილეთი(, სტუდენტებისათვის -)
შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ .
შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი ი ი თ ! ^_^
საბანკო ანგარიში მიმღები : შპს ეფექტ ტურ ჯორჯია
ს ბანკი - საბანკო კოდი : BAGAGE22
დანიშნულების ადგილში მიუთითეთ ტურის დასახელება : მარტვილის კანიონები
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.