მოგზაურობა ღრუბლებში
ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ ერთ დღიან ტურს მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით.
სანახავი ობიექტები:
• ანანური
• გუდაურის პანორამა
• ვეძას მჟავე წყლები
• გერგეტის სამება
• დარიალის ხეობა
• გველეთის ჩანჩქერი
❤
ტურის დეტალები:
მარშრუტი: თბილისი-მცხეთა-ანანური-ფასანაური-გუდაური-სტეფანწმინდა-თბილისი
ტურის სახეობა: შემეცნებითი -სათავგადასავლო
ტურის სირთულე: საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი: 4 კილომეტრი
ტრანსპორტი:კომფორტული სატრანსპორტო საშუალება
ხანგრძლივობა: 1 დღე
• ტრანსპორტირება
• გამყოლი (კომპანიის წარმომადგენელი)
• გიდი
• ფოტო-გადაღება
• პირველადი დახმარება (საჭიროების შემთხვევაში)
• გათამაშდება მომდევნო ტურის საგზური
• კვება
• შიდა გადასაადგილებელი ტრანსპორტის საფასური
საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
• ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება ტურზე წამოუსვლელობის შემთხვევაში
• შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ
• თან იქონიეთ პირადობის მოწმობა
• ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული)
• თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი
• ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად
• ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.
საბანკო ანგარიში მიმღები: შპს ეფექტ ტურ ჯორჯია
ს ბანკი - საბანკო კოდი : BAGAGE22
დანიშნულების ადგილში მიუთითე ტურის დასახელება (მოგზაურობა ღრუბლებში)
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.