ბათუმი_ყაზბეგი

ფასიფასი — მოთხოვნით
ID17154

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ყაზბეგი

ტურის ხანგრძლივობა 2 დღე

სამანქანო გზა დააახლოებით 1300 კმ.

ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

ხარჯთაღრიცხვა: ტრანსპორტირება, გიდი, ღამისთევა, : შეადგენს 1 კაცზე . 30 კაციან ჯგუფზე .

სანახავი ადგილები: ჟინვალის წყალსაცავი - ანანურის სამონასტრო კომპლექსი - გუდაური - ვეძა (მჟავე წყლები)- სნოს(ღუდუშაურის) ციხე. სტეფანწმინდა: გერგეტის სამება. დარიალის ხეობა- სამონასტრო კომპლექსი,(რუსეთის საძღვართან). გველეთის ჩანჩქერი.

დღე პირველი:

გასვლა (06:00) ბათუმიდან მცხეთის მიმართულებით . გზად მოვინახულებთ: ჟინვალის წყალსაცავთან ანანურის სამონასტრო კომპლექსს - გუდაურის ხეობას, საიდანაც ულამაზესი ლანდშაფტი იშლება. ვეძა- მჟავე წყლები. ყაზბეგი - დაბინავება სასტუმროში, სადილის შემდეგ გერგეტის სამებაზე დელიკებით ასვლა, მოვილოცებთ ტაძარს. უძლიერესი ხედები მყინვარწვერის ფონზე. - დაბრუნება სასტუმროში. საღამოს თავისუფალი დრო, გასეირნება განათებულ ქუჩებში (ან ველზე კოცონი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტიობები).

დღე მეორე:

გამგზავრება დარიალის ხეობაში, რუსეთ-ს საზღვართან სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. გველეთის ხეობაში 2 კმ-იან მარშრუტზე გავილაშქრებთ სადაც გვხვდება გველეთის ულამაზესი ჩანჩქერი. გამომგზავრება სნოს ხეობაში.

- სნოს (იგივე ღუდუშაურის) ციხის დათვალიერება. სადილის შემდეგ ,,ილია II" სნოს რეზიდენციას მოვინახულებთ და გამოვემგზავრებით ბათუმში - გზად (ფასანაურში ან ზედაზენში) კორგი იქნება მოხეური ხინკალი.

დაბრუნება ბათუმში მესამე დღეს გვიან ღამით დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.