დღიანი ტური რკონში

ფოტო: GuramGraphy · CC BY-SA 4.0; Armineaghayan · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაშიდა ქართლი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID1700

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

1 დღიანი ტური რკონში

ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურის დასაწყისი - 08:00

მარშრუტი:

თბილისი - ქვათახევი - ნოსტე, სააკაძის კოშკი - ერთაწმინდა - რკონის მონასტერი - თამარის ხიდი

მარშრუტის დროს გაეცნობით ამ ხეობის კულტურულ ძეგლებს:

ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან. ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები.

სოფელი ნოსტე სააკაძის კოშკი, კვირაცხოველი და ორბეთის ნასახლარი.

ერთაწმინდა - წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარია. XVI I საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში სააკაძეების საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული მოწამეობრივად დაღუპული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის პაატას მოკვეთილი თავი.

რკონის სამონასტრო კომპლექსი - მდინარე თეძამის ხეობაში ერთ-ერთი თვალსაჩინო არქიტექტურული ძეგლია მის თანამედროვე ძეგლთა შორის.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე თამარის ხიდი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარე თეძამზეა გადებული.

ფეხით გასავლელი მანძილი: 2კმ

საფასური:

15 კაციანი ჯგუფი - კაცზე - ს ნაცვლად გადაიხდით

ვაუჩერი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ ბმულზე:

1. ტრანსპორტირება (კომფორტული მიკროავტობუსით).

2. გიდის მომსახურება.

3. პიკნიკი: მწვადი (ღორის), ყველი, პური (ლავაში), კიტრი, პომიდორი, გამაგრილებელი სასმელები.

გამგზავრება კომფორტული მიკროავტობუსით.

ყურადღება: კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ამინდის ცვლილებაზე.

აქციის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 15 ადამიანი (თუკი საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს).

/>

შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ

შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.

რა ვნახოთ

  • უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
  • გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
  • სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
  • ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
  • სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.

შიდა ქართლი: გზამკვლევი
შიდა ქართლი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება უფლისციხეს?
თავად კლდის ქალაქს 1,5–2 საათი სჭირდება, მუზეუმიანად. გორთან და ატენის სიონთან ერთად ეს სრული ერთდღიანი გასვლაა თბილისიდან.
როგორ მივიდე უფლისციხემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
თბილისიდან გორამდე მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან კი ტაქსით (12 კმ). გორიდან უფლისციხისკენ მარშრუტკა იშვიათად დადის.
რა არის გორში სანახავი?
გორის ციხე და სტალინის მუზეუმი. ცენტრი პატარაა და ფეხით 2–3 საათში დაივლება.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: უფლისციხის გამოქვაბულები და ვიწრო გვირაბი, გორის ციხე და ატენის ხეობა ბავშვებს მოსწონთ. კლდეზე მოაჯირები ყველგან არ არის, ამიტომ პატარებს თვალი ადევნეთ.
რა ჩამოვიტანოთ შიდა ქართლიდან?
ატენური ღვინო, ხილი და ჩირი, ხოლო სურამიდან — ნაზუქი, რომელსაც გზისპირა ჯიხურებში ცხელს ყიდიან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.