ერთდღიანი ტური მცხეთაში
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დილით გავემგზავრებით მცხეთის მიმართულებით, მოვინახულებთ არმაზციხე ბაგინეთის ნაქალაქარს (ფეხით გასავლელი მანძილი 1 კილომეტრი), რომელიც მცხეთის ტერიტორიაზე პირველი მშენებლობის ადგილია, თქვენ დაათვალიერებთ სასახლისა და ტაძრის ნაშთებს, მარანს, აბანოს, არმაზის კერპის სადგამს და სამსხვერპლოს
შემდეგ მოვილოცავთ სვეტიცხოველს, რომელიც ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ასევე დავათვალიერებთ სამთავროს დედათა მონასტერს, აქ ცხოვრობდა ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსული წმინდა ნინო, ამავე ტერიტორიაზე პირველმა ქრისტიანმა მეფე მირიანმა ააგო ტაძარი.
ექსკურსიის ბოლო ღირშესანიშნაობა იქნება წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი.
დღის ბოლოს პიკნიკი მცხეთის ტერიტორიაზე, რომლის შემდეგ მოეწყობა ინტელექტუალური თამაშები და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები ტურისტების ასაკის გათვალისწინებით.
ტურის ფასი განისაზღვრება მსურველების რაოდენობის შესაბამისად.
მის: ქ.თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზირი №5