გუდაური

ფოტო: Diego Delso · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამცხეთა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID14665

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

GUDAURI

-------------- ------------------- --------------------- -------- -------

Period from February till March

Day 1 Tours to Gudauri–

Keep Glowing on the Snowy Sun of Gudauri!

• Freeride

• Snowboarding

• Backcountry

Minimum number of PAX: 7

The Price includes:

• Group Transfer – round trip

• Freeride Еours (difficulty level – any)

• Instructor Services during Freeride/Backcountry (3 hours)

• Snow board and skis rent available at extra cost

********************************************************************************************************

1 Дневние туры в Гудаури –

Сияй над под солнцем Гудаури и насладись блестящим снегом Альпийской Зоны!

• Фрирайд

• Сноубординг

• Беккантри

1 дневние туры от

Минимальное к-во персон: 7

В стоимость тура входит

• Груповой трансфер – туда/обратно

• Фрирайд (уровень сложности – любой)

• Услуги инструктора (3 ч.)

• Аренда лыж и сноубордов доступны за дополнительную цену.

მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ

მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.

რა ვნახოთ

  • სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
  • ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
  • სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
  • ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
  • შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.

მცხეთა: გზამკვლევი
მცხეთა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება მცხეთას?
სვეტიცხოველი, სამთავრო და ჯვარი 3–4 საათში ჯდება. შიომღვიმის დამატებით — მთელი დღე.
როგორ ავიდე ჯვრის მონასტერზე?
მანქანით ან ტაქსით ქალაქიდან დაახლოებით 15 წუთია, გზა მოასფალტებულია. ფეხით ასასვლელი მოხერხებული ბილიკი არ არის.
ღირს თუ არა მცხეთაში ღამის გათევა?
თბილისიდან ერთ დღეში ჩამოსვლა ადვილია, მაგრამ საღამოს, როცა ავტობუსები მიდის, ძველი ქალაქი მშვიდდება და ნათებული სვეტიცხოველი ძალიან ლამაზია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი, ძველი ქალაქი პატარაა და ფეხით იოლად შემოივლით. ბავშვებს მოსწონთ ჯვრიდან ხედი და მდინარის ნაპირზე გასეირნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.