national delicacy

"ხევიდან-ხვსურეთში2"

  • ID: 1458
  • ნახვები: 20469
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

შეხვედრის დრო და ადგილი: 
9 აგვისტო, შაბათი, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ, დილის 07:30 . არ ვაგვიანებთ ! 

ფასი:
კაცზე 35 ლარი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება

საკვები მოგვაქვს სახლიდან ვისაც რა გვსურს.
ხოლო კვირას სახლში დაბრუნებისას ყველას სურვილი თუ იქნება შევალთ ფშავის სახინკლეში და დამატებით 5 ლარი გეგდოთ ჯიბეში :)

მარშუტის დასახელება
თბილისი - არშა - სნო - ჯუთა - ჭაუხები - აბუდელაურის ტბები - როშკა - კორშა - თბილისი

საშუალო სირთულე:
რთული

სანახავი ადგილები: 
სოფელი ჯუთა
ჭიუხები
ხედი ჭიუხებიდან სამივე ტბაზე, თეთრი, ლურჯი, მწვანე 
აბუდელაურის ფერადი ტბები
სოფელი როშკა

გასავლელი მანძილი: 
ჯუთა - აბუდელაურის ტბები 16 კმ 
აბუდელაურის ტბები - როშკა 6კმ

ამინდი: 
შედგება ყველანაირ ამინდში!!! 


რა წავიღოთ?
აუცილებლად: კარავი (თუ გაქვთ, თუ არადა ვიშოვით), საძილე ტომარა, და ქცვეშსაგები, ე.წ "პარალონი", საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები, არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ფანარი.
სასურველია: პირადი აფთიაქი, ქუდი. სათვალე.

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს.
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება ბანაკიდან და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

593 22 57 20 ლელა წიკლაური
ჩვენი ჯგუფი ფეისბუკზე : https://www.facebook.com/groups/HikingClubPhoenix/

პ.ს გაითვალისწინეთ, რომ ლაშქრობა საკმაოდ რთული იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაეწერეთ ვისაც გაქვთ თქვენი თავის იმედი. თუ კარგი სანახაობა გინდათ, ცოტა უნდა გაიჭირვოთ ასეა ეს :)
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00